თინა ხიდაშელი: სერგეენკოს განცხადება ტექნიკურადაც არ არის სიმართლე-რუკა თავდაცვის სამინისტროში არის

ბატონი სერგეენკოს განცხადება ტექნიკურადაც არ არის სიმართლე, რომ არაფერი ვთქვათ მის პოლიტიკურ შემადგენელზე.
თუმცა აქ დავით სერგეენკო არაფერ შუაშია. ეს იმ უწყებების ბრალია ვინც მსგავს ინფორმაციას აწვდით მთავრობის სხდომებზე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ტექნიკურადაც კი არ არის სიმართლე მისი სიტყვები.
ოკუპანტი სახელმწიფო არ მიყვება არავითარ ავტონომიური ოლქის რუკას. ეს არ არის სიმართლე. სიმართლე ის არის, რომ მათ ოლქის სხვადასხვა დროის რუკების ჰიბრიდული ვარიანტი უჭირავთ ხელში, რომელიც ყველა დროის ყველაზე უკიდურეს წერტილებს აერთებს.
ეს რუკა თავდაცვის სამინისტროში არის, ვინაიდან ბატონი სტოლტენბერგის ვიზიტის წინ დავამზადებინე და შეუძლიათ გამოიყენონ სურვილის შემთხვევაში.
პოლიტიკურ შემადგენელზე აღარაფერს ვამბობ-წერს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი  “ფესბუქის” საკუთარ გვერდზე.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისაშინელი ხანძარი დუბაიში-330 მეტრიანი ცათამბჯენი იწვის (ვიდეო)
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილმა მერობის კანდიდატად თენგიზ შერგელაშვილი წარადგინა