თინა ხიდაშელი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ოთხ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ხიდაშელი სამუშაო შეხვედრებს პენტაგონში გამართავს. შეხვედრების ფარგლებში მთავარი თემა საქართველოს თავდაცვის გაძლიერების მიმართულებით ჯონ კერის ვიზიტის დროს დადებული მემორანდუმი იქნება.

თინა ხიდაშელის თქმით, ქართული მხარე აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ დოკუმენტში საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებები და ქვეყნის ინტერესები სრულად იყოს ასახული.

„მემორანდუმმა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ახალი პრიორიტეტი გაითვალისწინა, რაც არის ჩვენთვის ყველაზე უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი ამ პროცესში, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები გაძლიერდეს იმ ამოცანებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ემსახურება. ეს იქნება გრძელი, მაგრამ ფუნდამენტური მუშაობა, იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი მივიღოთ სრულყოფილი სახით“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის პოლიციის უფროსმა ქალაქის თავზე ვერტმფრენების გაფრთხილების გარეშე ჩამოგდების განკარგულება გასცა
შემდეგი სტატიაიან კელი : საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია ნორმალურად მიმდინარეობს, იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება