თინა ხიდაშელი: საჯაროდ მოვითხოვ ირაკლი ალასანიასგან, პრეტენზიების ნუსხა წარმოადგინოს

საჯაროდ მოვითხოვ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, რომ ძალიან კონკრეტულად წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა სად იყო შესაძლებელი ქვეყნის უკეთ დაცვა და მე ეს არ გავაკეთე – ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიას განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

“მთელი წლის განმავლობაში პასუხი არ გამიცია მსგავსი ტიპის განცხადებებზე, იმიტომ რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ვიდრე ეს პაექრობა. შეურაცხმყოფელია და სირცხვილია, როდესაც ასეთი განცხადებები გვესმის და კიდევ უფრო სირცხვილია, როდესაც ბატონი ირაკლი ჩაეწერა იმ რუსული პროპაგანდის ციკლში, რომელსაც პირდაპირი ცეცხლი აქვს ჩემს წინააღმდეგ გახსნილი და დღეს ისიც ამ „ხელი მომაკიდინეს“ პრინციპით ამ მარათონში მონაწილეობს. ამიტომ, მე მოვითხოვ, რომ დეტალურად წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, სად, როდის, რა მომენტში ფიქრობს ის, რომ ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უფრო მეტად იყო შესაძლებელი და მე ეს არ გავაკეთე.“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: პროექტი “Check In Georgia“ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობას აამაღლებს
შემდეგი სტატია“გირჩის” ოფისს ზესტაფონში ნიკა ქავთარაძე უხელმძღვანელებს