თინა ხიდაშელი: როგორც ჩანს დე ფაქტო ხელისუფლება ბოლომდე ვერ აცნობიერებს რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე

„როგორც ჩანს დე ფაქტო ხელისუფლება ბოლომდე ვერ აცნობიერებს რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე,“ – ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულისთვის შინა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მინისტრი ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს. ხიდაშელის თქმით, ადამიანური ღირსების საქმეა, რომ ბრალდებული ადეკვატურად დაისაჯოს.

„ეს არის, ალბათ ბოლო წლებში, ერთერთი ყველაზე უფრო ცინიკური მკვლელობა, რაც ჩვენ გვინახავს. არავის არ მატებს ღირსებას ასეთი ადამიანებისთვის ხელის დაფარება. ასეთი სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაზე, პასუხი არის ცალსახა და ეს ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, იმის მიუხედავად, ჩვენ ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ აფხაზეთის კანონმდებლობას. ეს არის ელემენტარული ადამიანური ღირსების საქმე, რომ ასეთი ტიპის მკვლელობას ადეკვატური პასუხი გასცე,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს შინა პატიმრობა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არგენტინის კიდევ ერთ, მოდერნიზაციის სამინისტროსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს”
შემდეგი სტატია“ჩემს ყოფილ სტუდენტებს მინდა შევახსენო, რომ ქვეყნის მიზანი არ უნდა იყოს რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანება”