თინა ხიდაშელი: პროკურატურაში დაბარება არავისზე ზეწოლას არ ნიშნავს

პროკურატურაში დაბარება არავისზე ზეწოლას არ ნიშნავს, ეს არ არის სწორი მიდგომა, – ასეთი კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით.

„მე მესმის, რომ ადამიანების ერთ ჯგუფს ჩამოუყალიბდა უნდობლობა საგამოძიებო ორგანოების მიმართ, ისიც შემიძლია გავიგოუ რა არის ამის მიზეზი. ჩვენ დიდი ხანიაუ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, როდესაც სამართალდამცავებს ხან ერთი ჯგუფი არ ენდობა, ხან მეორე, მაგრამ ეს არავის ათავისუფლებს ვალდებულებისგან, თუკი გამოძიებისთვის მნიშვენლოვანი ინფორმაცია აქვს, მივიდეს პროკურატურაში. ყველას გავახსენებ ჩემს მაგალითს – ზუსტად ვიცოდი, 2012 წლის არჩევნების წინ რატომ მიბარებდნენ აუდიტის სამსახურში, მაგრამ არც ერთი წუთით უარი არ მითქვამს, ნათია მოგელაძესთან დაკითხვაზე მისვლაზე“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, პირველ რიგში მათ ინტერესშია, მივიდნენ საგამოძიებო უწყებებაში და თუნდაც ის დაამტკიცონ, რომ მათი უნდობლობა არის სწორი.

„თუ ისინი არ მივლენ, საკუთარ სიმართლეს ვერასოდეს დაამტკიცებენ. საკონსტიტუციო სასამართლო თუ ქვეყანაში არსებობდა ბოლო წლებში, ეს დამავიწყდა. მათი არსებობა დაგვავიწყდა არა იმიტომ, რომ ვინმე არ მიდიოდა და არ ჩიოდა სასამართლოში, არამედ იმიტომ, რომ თავად მოსამართლეებს დაავიწყდათ საკუთარი ფუნქცია. დღეს პაპუაშვილი ძალიან აქტიურია. მისი ობიექტურობის შესახებ მაღალი წარმოდგენა არც არასდროს მქონია, ეს არაფერია იმ ბრალდებებთან მიმართებაში, რაზეც პაპუაშვილი საუბრობს“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის პირველი კომენტარი NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია“გიორგი პაპუაშვილის განცხადებები აშკარად პოლიტიკურ ჭრილშია გადაზრდილი”