თინა ხიდაშელი: პაატა ბურჭულაძის განცხადება ამოვარდნილია ყველანაირი პოლიტიკური განზომილებიდან

დაუშვებელია, პოლიტიკური პარტია ადამიანებს ჰპირდებოდეს სოციალური დახმარების მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

„ჩვენი ყველას ამოცანაა, ამომრჩეველს შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი დასაქმების პროგრამა, მეტი შესაძლებლობა, რომ მეტ ადამიანს გაუჩნდეს ქვეყანაში შემოსავალი. სოციალური დახმარება ეს არის ყველაზე უფრო უკიდურესი ფორმა ადამიანის ცხოვრების, ესე იგი არის უკიდურესად ღარიბი, ასეთ შემთხვევაში ის ითხოვს სოციალურ დახამრებას“, – აღნიშნა ხიდაშელმა.

მისი თქმით, რაც საზოგადოებამ პაატა ბურჭულაძისგან გაიგო, „სხვა არაფერია, თუ არა შეხმიანება იმ ადამიანებთან, რომლებიც ამბობენ, სოციალური დახმარება მაინც დამინიშნეთ, სხვა თუ არაფერი შეგიძლიათ“.

„ეს განცხადება არის სირცხვილი. ასეთ განცხადებებს პოლიტიკური პარტიები არ უნდა აკეთებდნენ. ის ნამდვილად რეკორდსმენია 25-წლიან ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში. ასეთი რამ რომ გაგაღარიბებს, არცერთი პოლიტიკური პარტია არ შეპირებია არავის“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაში“მეც ვეჭვობ, რომ საქართველოში „იანდექს ტაქსის“ შემოსვლით შესაძლოა, ოკუპაციის შესახებ კანონი ირღვეოდეს”
შემდეგი სტატია“მოსამართლეებმა, რომლებმაც უარი თქვეს გიორგი პაპუაშვილის ინსტრუქციების შესრულებაზე, ინტენსიური შეტევა მიმდინარეობს”