21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

თინა ხიდაშელი “ოცნებაზე“: ბანერზე ფლომასტერით წარწერისთვის ციხეში გაუშვეს ადამიანი მნიშვნელოვანი წინასწარი ჯანმრთელობის ისტორიით

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას პატიმრობას ეხმაურება და წერს, რომ “ოცნებაში“ ჩვეულებრივ კაციჭამიებად ჩამოყალიბდნენ და ბანერზე ფლომასტერით წარწერისთვის ციხეში გაუშვეს ადამიანი მნიშვნელოვანი წინასწარი ჯანმრთელობის ისტორიით.

მისი თქმით, ელენე ციხეში გაუშვეს იმ ბანერის გამო, რომელიც 2 დღეში ნაგავში გადააგდეს.

,,ელენე რატომ არის ციხეში ხომ გახსოვთ? ციხეშია გამომწყვდეული ბანერზე წარწერისთვის! ბანერზე რომელიც ორ დღეში მოისროლეს და ნაგავში გადააგდეს! ბანერზე ფლომასტერით წარწერისთვის ციხეში გაუშვეს ადამიანი მნიშვნელოვანი წინასწარი ჯანმრთელობის ისტორიით!!! და ვიღაც მანქურთი გამოდგება ეხლა და შედარებებს დაიწყებს ვინმესთან. ჩვეულებრივ კაციჭამიებად ჩამოყალიბდნენ. აი, იმ ქაჯს კიდევ გონია ფერადი შარვლების ჩაცმა და პარიზული პრიჩოსკებია კაიტიპობა,- წერს ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: პუტინი ახლა იმედებს ამყარებს მუდმივ სარაკეტო თავდასხმებზე
შემდეგი სტატიააშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: ომში უკრაინამ შეძლო ფრონტის ხაზის შენარჩუნება და ზოგიერთ ადგილას პოზიციების გაუმჯობესებაც კი