თინა ხიდაშელი : ნატოს წევრობა გვინდა სწორედ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მეტად დაცული ქვეყანა

news
ავტ.: news ივლისი 5, 2016 11:31

თინა ხიდაშელი : ნატოს წევრობა გვინდა სწორედ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მეტად დაცული ქვეყანა

ვარშავის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტ მარგველაშვილსა და საქართველოს დელეგაციის წევრებს შორის საბოლოო შეხვედრა გაიმართა.

საქართველო თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სამუშაო ვიზიტამდე 4 დღით ადრე დღის წესრიგის დაზუსტება კიდევ ერთხელ მოხდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სამიტის მნიშვნელობაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა.

“მოლოდინი არის ის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ვარშავიდან, როგორც უფრო მეტად დაცული ქვეყანა. ნატოს წევრობა გვინდა სწორედ იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მეტად დაცული ქვეყანა. ვარშავის სამიტზე ჩვენ წევრობას არ ველოდებით, ამიტომ პარტნიორებისგან ვითხოვთ, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ამ წუთას საქართველოს გააჩნია, იყოს მაღალ რეგისტრში წარმოდგენილი,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ნატოს ვარშავის სამიტი პოლონეთში 8-9 ივლისს გაიმართება.

news
ავტ.: news ივლისი 5, 2016 11:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,030
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics