თინა ხიდაშელი : ნატო დარწმუნებულია, რომ საქართველოში ოქტომბერში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება

ნატო დარწმუნებულია, რომ საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები ოქტომბერში, – ამის შესახებ ვარშავაში ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვარშავის სამიტის კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ნატო საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში დარწმუნებულია,

„ეს არის, როგორც ერთგვარი დამაიმედებელი ფრაზა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ვარშავის სამიტისგან – მათ ეჭვი არ ეპარებათ და დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნები იქნება დემოკრატიული. ბევრი პარაგრაფი, რომელიც ამ დოკუმენტშია, ეხება იმას, როგორ გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა, როგორ გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა“,-განცხადა თინა ხიდაშელმა.

ნატო-ს ვარშავის სამიტის კომუნიკე დღეს გამოქვეყნდა. კომუნიკე 139-პუნქტიანია. მაში უშუალოდ საქართველოს სამი პუნქტი ეხება, სულ კომუნიკეში საქარტველო 28-ჯერ არის ნახსენები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ეს პოზიცია არ გადაიხედება
შემდეგი სტატიაპანკისში ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა