თინა ხიდაშელი: ამ მიწაზე არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება

თინა ხიდაშელი ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ქართულ-ამერიკული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე ახალგაზრდა თაობას მიესალმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალგაზრდები, რომლებიც დღეს სწავლებას შემოუერთდნენ, არიან საუკეთესო გზავნილი მტრისთვის და მოყვარისთვის, აგრესორისთვის და პარტნიორისთვის.

„ამ მიწაზე არასოდეს იქნება ხელისუფლება, რომელიც ოკუპაციას შეეგუება. ჩვენს სამშობლოში არასოდეს დახვდებიან აგრესორს გაშლილი დროშებით. საქართველოში სწორედ ეს თაობა უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანი ურყევი და შეუცვლელი იყოს, თაობებს გაჰყვება ეს შემართება, ეს მცდელობა და საქართველო აუცილებლად გახდება ამ ოჯახის წევრი“. – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიახალი ზელანდიის პრემიერი პარლამენტიდან გააძევეს
შემდეგი სტატიაეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ნოდარ ჭიჭინაძეს კახაბერ გვანცელაძე შეცვლის