თინა ხიდაშელი ლევან იზორიას პასუხობს

ე.წ. “ოდეერების” თემაზე თვადაცვი მინიტრი ლევან იზორიას გაკეტბულ განცხადებებს მისი წინამორბედი თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, ფეიბუქიდან პასუხობს. როგორც ხიდაშელი წერს, ლევან იზორიას მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების ყველა სიტყვა ტყუილია.

“!!! ქვეყნის და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ბატონ ლევან იზორიაზე, როგორც თავდაცვის მინისტრზე, შევეცდები უახლოეს 2 თვეში არაფერი ვთქვა, თუ ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი არაფერი გააკეთა. იქაურობა იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ თავდაცვის სამინისტროს და ჯარის პრესტიჟს, სახელს, პატივს ნებისმიერ პირობებში შევეცდები ბოლომდე გავუფრთხილდე და მოვეფერო!

აი, დანარჩენს რაც შეეხება, ბუნებრივია არ ვაპირებ ვისმინო და გავატარო. პირად შეურაცხყოფას რომ ვერ გაექცა, ეს სამწუხაროა, მაგრამ მისი პრობლემაა. ამას არ შევეხები. მასზე პირადად პირველივე დღეს ვისაუბრე პალიტრის ეთერში და ვისაც გაინტერესებთ ნახეთ. შევეცადე მხოლოდ კარგი გამხსენებოდა 🙂 ეხლა რაც შეეხება ოდეერების თემას. ტყუილია ყველა სიტყვა, რომელიც ამ საკითხზე გუშინ მოვისმინეთ ლევან იზორიასგან “პოლიტიკაში”

1. ამ 4 წლის მანძილზე ერთი დღე და ერთი ღამე არ ყოფილა, ამ თემაზე რომ არ მელაპარაკა ან მე, ან ჩემს მეგობრებს.

2. მონსტრი შსს-დან სუს-ის გამოყოფა – რესპუბლიკელების დაჟინებული მოთხოვნით მოხდა,

3. მოსმენების კანონი – რესპუბლიკელების ალტერნატივა (სწორედ სუსს ეხებოდა),

4. ოდეერების კანონი — რესპუბლიკელების ალტერნატივა (სწორედ სუსს ეხებოდა),

5. ფარული ვიდეოების გავრცელება და სრული უსუსურობა და უუნარობა რომელიც თქვენ გამოიჩინეთ (სწორედ სუსს ეხებოდა). ყველა ეს საკითხი ცხარე დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა და სწორედ რესპუბლიკელები ვიყავით ეპიცენტრში.

6. ვიდეო არქივები არსებობს, ხმის მიცემის ისტორია პარლამენტში, და ეხლა, თუ მაინცდამიანც იმას არ ვამბობდი, რომ ჩემს ტელეფონს უსმენთთქო მხოლოდ იმის ბრალია რომ ვახო გომელაურს, პირადად ძალიან დიდი პატივს ვცემ და მისი ნამდვილად მჯერა.

7. გუშინ ეთერში ბატონი მინისტრი ამბობდა, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში უნნივერსიტეტის სტუდენტები ოდეერების მხრიდან ჩარევაზე რომ საუბრობდნენ არა დამაჯარებელია, ვინაიდნა შეეძლოთ ჩაეწეერათ ეს ამბები და მერე პასუხს მოვთხოვდითო. სამწუხაროდ, ბატონო ლევან, 4 წლის მანძილზე ჩემი და შენი პოლიტიკური პაექრობის ერთი ეპიზოდი გამახსენდა. შენი უახლოესი ნათესავების დანის ტრიალი ჩხოროწყუში, სხვათა შორის ქართული ოცნების ოფისში (მაშინ სწორედ ვიდეო ჩანაწერი გამოვგზავნეთ ჩხოროწყუდან დანების ტრიალზე) და გემახსოვრება, ჩემი და შენი შესკდომა ამ ფაქტის ხელის დაფარების გამო. ჩხოროწყუში კარგად ახსოვთ.

8. სწორედ ოდეერების საკითხზე ვიკამათეთ მე და შენ მწვავედ მთავრობის სხდომაზე (იმედია ჩანაწერები არსებობს მთავრობის სხდომის), როდესაც იმ მრავალტანჯული კანონის გვერდის ავლით შემოგქონდა დებულება, სადაც სუსი ყველა უწყების გენინსპექციის, შიდა აუდიტის, საფინანსო და შეყიდვების დეპარტამენტის, საერთაშორისო და პრტოკოლის დეპარტამენტების ფუნქციებს ითავსებდა. სწორედ იმიტომ რომ ჩემი ხმა არ გქონდა, ვერ გავიდა იმ სხდომაზე ეს პროექტი მაშინ. მერე არაფორმალურად დაიწყეთ იმის კეთება, რაც დებულებით ვერ დაკანონდა, თუმცა ჩემი ერთ ერთი მივლინების დროს მაინც გაიტანეთ მთავრობაზე.

9. და ბოლოს, ეხლა უკვე გასაგებია რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი მთავრობის განახლებული გუნდის ჰომოგენურობაში (ანუ წინა შემადგენლობის არაჰომოგენურობაში) – სხვა პარტიის წარმომადგენელი მინისტრის საჯარო აქტურობაა თურმე სახელმწიფოსა და ქვეყანის ინტერესების საწინააღმდეგო, თორემ იმავე პოსტზე თანაპარტიელის იგივე ქმედება საქვეყნო საქმეა!..

10. პარტიის და სახელმწიფოს, სახელმწიფო უსაფრთხოების და მმართველი გუნდის სახელისუფლებო უსაფრთხოების ერთმანეთთან მორიგ ჯერზე გაიგივება კარგს კვლავ არაფერს მოიტანს, თორემ არჩევანი თქვენია… მე კი რაც არ უნდა პოლიტიკურ პაექრობაში ვიყო ჩართული ვინმესთან, ყოველთვის მზად ვიქნები თავდაცვის სფეროში გასატარებელი იმ რეფორმების გაგრძელბა-დაწყებაში დავუდგე გვერდში ყველას, რომლებიც წასვლის წინ პრემიერისთვის, ჩემს მიერ გადაცემულ 50-გვერდიან „ანდერძშია“ მითითებული.” – წერს ხიდაშელი ფეიბუქის გვერდზე

banner
წინა სტატიაშიმამაკაცი, რომელიც “ალაჰ აკბარს” ყვიროდა, ბელგიაში პოლიციელებს თავს დაესხა
შემდეგი სტატიაშსს-მ გლდანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა