თინა ხიდაშელი: კომუნიკეში პირველად გაჩნდა ჩანაწერი საქართველოს წევრობის გზაზე დადგომის შესახებ

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მონტენეგროს გაწევრიანება ნატო-ში ასპირანტი ქვეყნებისთვის უზარმაზარი ოპტიმიზმის საფუძველია.

თინა ხიდაშელის თქმით, ის კომუკინე, რომელიც გამოქვეყნდა საქართველოს პროგრესს ასახავს.

“2009 წლის შემდეგ ნატო არ გაფართოებულა და დღეს, 6 წლის შემდეგ გააქტიურებული, მოძლიერებული რუსეთის პირობებში შესაძლებელი გახდა, რომ ნატო-ს მოწვევა გაეგზავნა მონტენეგროსთვის. მონტენეგროს გაწევრიანება ნატო-ში რა თქმა უნდა, არის უზარმაზარი ოპტიმიზმის საფუძველი ასპირანტი ქვეყნებისთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რადგან თავად ამ კომუნიკესაც თუ წავიკითხავთ ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ საქართველოს აქვს და კომუნიკეში პირველად გაჩნდა ჩანაწერი საქართველოს წევრობის გზაზე დადგომის შესახებ”, – განაცხადა ხიდაშელმა

banner
წინა სტატიაში“ეს დასამალი არ არის”- ლევან მურუსიძე ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს
შემდეგი სტატიამაია ფანჯიკიძე: ალიანსი შემდეგ ნაბიჯად ასახელებს MAP-ს