თინა ხიდაშელი: “ხმამაღლა ფიქრები საქართველოში ნატოზე და ნატოზე საქართველოში”

“ხმამაღლა ფიქრები საქართველოში ნატოზე და ნატოზე საქართველოში”-ასეთი სათაურით აქვეყნებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქ-პოსტს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ.

1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს; 2. ეხლა არ გვითხრათ შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში როგორც თავად გამავრცელებელი. 3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გაასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო არ უნდა გაგიკვირდეს; 4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არ აღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა. 5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის -- ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა. არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!!!! აბსოლუტურად აკრძალულია და არ ექვემდებარება შებრალება / დანდობას. საერთაშორისო სამართლის დანაშაულია, დიდი ხანია. ანა ბანაა ადამიანის უფლებების სამართლის. მაშინაც ვთქვი, როდესაც ბედუკაძეს რაღაც გაუგებარი გარიგება დაუდო კბილაშვილმა, არავის და არაფერს მოვრიდებივარ (ალბათ არსებობს ჟიჟილაშვილის ეთერი არქივში) და ეხლაც იგივეს გავიმეორებ. ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!
ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებული ინტენსიურობით მიმდინარეობს საუბარი და დებატეტი ნატო-საქართველოს ურთოერთობებზე, ვარშავაზე და სხვა.
ეხლა ეს კომემტარი წავიკითხე და გამახსენდა სხვა მსგავსი ამ დღეებში მოსმენილი.
უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივია ძალიან მახარებს, მაიმედებს და ოპტიმიზმს მმატებს ინტერესი, დისკუსია, მუდმივი აზრთა ჭიდილი ამ თემაზე. ეს საუკეთესო დასტურია მოლოდინების, იმედის, სწრაფვის, ჩვენი დამოკიდებულების და უდიდესი სურვილის ნახევრად ღია კარში რაც შეიძლება მალე შევაბიჯოთ, მაგრამ ამასობაში, ჩვენ ხომ უკიდურესობების ხალხი ვართ… ძალიან მაშფოთებს ფიქრი იმაზე, რომ შესაძლოა არასწორ კომუნიკაციას, არასწორ მოლოდინებს იმედგაცრუება მოყვეს, მომენტალური პაუზა, მცირეხნიანი მაგრამ მაინც სიბრაზე ან უკმაყოფილება. ამიტომ პირველ რიგში საკუთარ თავს მინდა შემოვუძახო და შემდეგ თქვენც, მეგობრებო, რომ მაქსიმალურად ფრთხილად ვისაუბროთ და ჩვენდაუნებურად მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი.
ჩემი ძალიან მოკრძალებული აზრი კი ასეთია:
1. ეს არ არის თემა, სადაც მყვირალა სათაურებით და ფრაზებით რამეს მოვიგებთ. „თავდაცვის მინისტრი: საქართველო ვარშავაში ითხოვს წევრობას“, როდესაც სათაურია, ეს სახიფათოა! ჯერ ერთი, ვერ მოითხოვს საქართველოს დღევანდელი თავდაცვის მინისტრი იმას, რაც უკვე დიდი ხანია – 1990 წლიდან ქართველი ხალხის მიერ და 2001 წლიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ – არის მოთხოვნილი. მეორეც, როცა ამაზე მე ან ჩემი სხვა კოლეგები ვსაუბრობთ, ცხადია, ხაზს ვუსვამთ ჩვენი მოთხოვნის, ჩვენი მოლოდინის, ჩვენი საბოლოო მიზნის არსს და არა იმას, რომ ვარშავაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე კენჭისყრას ვითხოვთ. ამით იმასაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის მიზანია მთავარი და არა ინსტრუმენტის დასახელება.
2. სწორედ ამ პოლიტიკური განაცხადის შესაბამისად წევრობა, მისკენ მიმავალი გზის დამოკლება, მუდმივად დგას საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის დღის წესრიგში და მე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ 2016 წლის ოქტომბერსაც.
მჯერა, რომ ამ თვალსაზრისით არაფერი შეიცვლება და ოქტომბერში არჩეული ქვეყნის ხელისუფლება ზუსტად იმავე გზაზე, ისეთივე მონდომებით ივლის, როგორც ჩვენ დავდივართ და ჩვენი ყველა წინამორბედი დადიოდა.
დიახ ყველა მინისტრეალის, სამიტის თუ სხვა ოფიციალური ღოსნიძიების წინ ჩვენ ვეძებთ კონსენსუს გაწევრიანების გზაზე. ეს არც დაგვიმალავს, არც მოგუდულად ვსაუბრობთ ამაზე და არც სიახლეა რამე.
3. ნატო კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, სწორედ ეს კონსენსუსია მოსაძებნი, მისაღწევი და მოსაპოვებელი ჩვენგან, ყველასგან ერთად.
4. ამასობაში, საქართველოს ყავს ხელისუფლება რომელმაც თქვა, რომ მისი პოლიტიკაა ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმავალი დემოკრატიული სახელმწიფოს შენება სტრატეგიული მოთმინებით. სწორედ სტრატეგიული მოთმინება არის ის ინსტრუმენტი რომელიც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება და რომელიც შეგვაძლებინებს ვიყოთ უკეთესი ევროპული ქვეყანა.
5. დიახ, მე რამდენიმეჯერ ვთქვი, რომ MAP არის საქართველოსთვის წარსული. დღესაც ვიმეორებ, მაგრამ არა ისე ზედაპირულად გასაგებად და კონტექსტის გარეშე სათაურში გამოსატანად, როგორც ეს ხშირად ხდება. საქმე იმაშია, რომ საქართველოსთან მიმართებაში MAP-მა მართლაც სრულიად სპეციფიური დანიშნულება-როლი-ფუნქცია შეიძინა. დიახ, ის არის წარსული იმ გაგებით, რომ, მართალია, ის შეიძლება რჩება ფორმალურად მოსაპოვებელი (შეიძლება არც დარჩეს), მაგრამ ის პრაქტიკულად უკვე არის დე-ფაქტო მოპოვებული. ჩვენ დღეს, სრულიად თამამად, დოკუმენტურად და ცალსახად შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ საქართველოს, ისე როგორც პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანას მანამდე, აქვს გაცილებით მეტი ფორმატი, მეტი ინსტრუმენტი და მეტი შესაძლებლეობა ნატოს-თან მჭიდრო თანამშრომლობით დაგეგმოს და განავითარის მისი შეიარაღებული ძალები, და შესაბამისად თავდაცვისუნარიანობა. ამის მიღწევას დიდი ძალისხმევა დასჭირდა და მის შენარჩუნებას არანაკლებ დიდი გარჯა სჭირდება.
„MAP-ის გარეშე არავინ გაწევრიანებულაო“… მეც ხომ შემიძლია ამ რიტორიკაში ჩავება და ნატოში გაწევრიანების მთავარ დოკუმენტებზე მიგითოთ?… ან იმაზე ვილაპარაკო, ხვალ რომელიმე არა-ნატოს წევრმა სკანდინავიურმა ქვეყანამ ნატოში გაწევრიანება თუ გადაწყვეტია, როგორ იქნება MAP-ის ამბავი თქო? მაგრამ სად მიგვიყვანს ეს დებატი. არსად. საკუთარ ქვეყანას და მის პერსპექტივებს ჯიბრში ვუდგებით და ისე ვკამათობთ. უბრალოდ წავიკითხოთ დეკემბრის მინისტერიალის ტექსტი, მგონი ყველაფერი დაიწერა და გასაგებად ითქვა.
6. გზაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ნატოში წევრობა არ უნდა ვიყოთ უმადურები. უნდა შეგვეძლოს მადლობის გადახდა და გაკეთებული სიკეთის დაფასება. ჩვენ დაგვჩემდა მიღებულის მითვლა და დავიწყება. JTEC ნამდვილად არის ინსტრუმენტი, რომელიც ამოუწურავ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისა და გაძლიერებისათვის. მისი ინაგურაცია მოხდა გასულ აგვისტოს. გასულ კვირას პირველი სწავლება დავასრულეთ. 15 მაისს პირველი ასეული შედის ნატოსეული შეფასებისთვის. ოღონდ ამ ამბებს უკვე მედიაც აღარ აშუქებს იმდენად ჩვეულებრივ ამბებად იქცა, არაფერია ახალი… და ეს კარგია. იმიტომ, რომ დიახ, სწორედ ეს არის მეტი ნატო საქართველოში, ეს ამბები ჩვეულებრივ ამბებად უნდა იქცეს, ჩვენი შეიარაღებული ძალების, და მაშასადამე, ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიურობად.
ოღონდ აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ორიოდე წლის წინ ეს ჯერ არ ხდებოდა, სულ ახალი ამბავია, ფეხს ეხლა იდგამს და სერიოზული ამბიციები გვაქვს.
ამას თუ შესაბამისი გუნდის წარმოუდგენელ შრომას, ძალიან დიდი მონდომებას და პროფესიონალიზმს, სიახლისა და მუდმივად მეტის ძიების სურვილს დავურთავთ, JTEC-დან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი გამოვა, ვიდრე ეს მის დასაწყისში ან ჩვენ, ან ნორვეგიულ/დანიურ/ლიტვა-ლატვიურ გუნდს წარმოედგინა. და კიდევ, ეს და მსგავსი პროექტები არ არის არც ერთი ხელისუფლების ან თავდაცვის მინისტრის პირმშო. ასეთი საქმეები არ და ვერ კეთდება საარჩევნო ციკლების თუ საპრეზიდენტო-საპარლამენტო ვადების განმავლობაში. არავის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს სტრატეგიული გეგმის ნაწილია და მზად უნდა ვიყოთ ესტაფეტის უდანაკარგოდ ჩასაბარებლადაც და გადასაბარებლადაც.
7. მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო სხვა ფუნქციის, სხვა მასშტაბის, სხვა მნიშვნელობის ქვეყანად იქცევა დღითი დღე, უსაფრთხოების სისტემების მომხმარებლიდან, უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ქვეყანად ტრანსფორმირდება. ესეც სწორედ იმ სტრატეგიული მოთმინების ძალიან გეგმაზომიერი პოლიტიკის შედეგია.
8. „საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის გეგმაო“. ქართულ პოლიტიკაში ბევრი რამე ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული. პრინციპში, ალბათ მსოფლიო პოლიტიკაშიც, მაგრამ წარმატებული სტაბილური დემოკრატიის ქვეყნებისგან ალბათ იმითაც განვსხვავდებით, რომ დაბრალება, მნიშვნელოვანის ნიველირება, ტყუილი იმ საკითხესაც ეხება ხოლმე, რომელსაც ყველა ერთნაირად უნდა ვუფრთხილდებოდეთ და ერთმანეთს იქ, იმ ნაწილში ანგარიშს ვუწევდეთ.
ჩვენთან ჩვეულებრივი ამბავია საკუთარ, ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, რომელიც ევრო-ატლანტიკურ ოჯახში წევრობის სლოგანით მოვიდა თქვა, „მოსკოვის აგენტურააო“, დღე და ღამე იძახო, რომ კრემლის შეკვეთებს ასრულებენო. და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, მაგალითად, მთავრობის წევრებზე რა განცხადებებს აკეთებენ იმავე კრემლიდან… იძახო, რომ წავედი იმიტომ, რომ ხელისუფლებამ დასავლური კურსიდან გადაუხვიაო, მიუხედავად იმისა, რომ შენზე უკეთესი პირობები მოიპოვა ამ ხელისფლებამ და უკეთ გაკაფა ჯაგნარი… იძახო, რომ ნატოს სამმიტზე მიმავალთ გეგმა არა აქვთ და ამით სინამდვილეში ამ ხელისუფლების კონკრეტული წარმოამდგენლების კი არა, ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინო…
თან ეს ისეთი პროცესია, როცა თითქმის ბოლომდე ზუსტად იცი, რომ სრულყოფილ, დოკუმენტურ პასუხს ვერ გაგცემენ ხელისუფლების წარმომადგენლები, თუ საკმარისი პასუხისმგებლობა აქვთ მინდობილი საქმისადმი.
9. მე პასუხად მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე პრემიერ-მინისტრის მიერ მოწონებული ძალიან მსუყე, რამდენიმე გვერდიანი, პუნქტებად გაწერილი გეგმა წარვადგინე. გეგმა, სადაც ძალიან კონკრეტული ხედვა და ნათელი ინსტრუმენტებია გაწერილი — რა იქნებოდა სწორი მოძრაობა ორმხრივი წარმატებული შედეგისთვის ნატო-საქართველოს ურთიერთობების გზაზე. ამ გეგმას ვერც გამოქვეყნებ, ვერც განსახილველად მივაწვდი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს.
ეხლა ვითარება ასეა, ან უნდა ენდოთ პრემიერ-მინისტრს და ამ მიმართულებით მომუშავე მინისტრებს, პროცესს თვალი მიადევნოთ, სხვადასხვა ადამიანების (ჩვენი, პარტნიორების) განცხადებებში ამოიკითხოთ, სინამდვილეში როგორ იბრძვიან ის ადამიანები, ვისაც ამ ფორმატში დღეს მთავარი პასუხისმგებლობა აკისრიათ, ან უბრალოდ დისკრედიტაციის მცდელობისა და პანიკის თესვის გზით იაროთ…
10. მე კი მგონია, რომ საზოგადოება, სახელმწიფო ვერ შედგება თუ ასეთ ელემენტარულზე მაინც ვერ შევთანხმდით, რომ ქვეყნის უსაფრთხოება ყველას საფიქრალია, მზარდი ნიჰილიზმი ერთობლივად გვნებს ყველას. რუსული პროპაგანდა ერთად დაგვამარცხებს და „ჩაგვრეცხავს“ ყველა შეფერილონბის ატლანტიკოსებს, თუკი ამ მინიმალურზე არ შევთანხმდებით.
11. იკითხავს ვინმე, რა გრჯისო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავარი პოლიტიკური საზრუნავი საკუთარი პარტიის საარჩევნო პრიორიტეტები უნდა იყოს და არა კონკურენტი პარტიის ლიდერებთან ერთად შრომაო… კი, შემიძლია გავჩერდე, გვერდზე გავდგე და „არ მომცეს საშუალება-თქო“ ვიძახო. უსინდისო ვიქნები. ქვეყნის ინტერესების ხარჯზე საკუთარი წარმატება არ შენდება. დღეს პრემიერ მინისტრი იმაზე მეტად არის ამ წარმატების ძიებაში ვიდრე, შესაძლოა, ვინმეს წარმოუდგენია. ამიტომ, მე მის გვერდით ვიქნები მანამ, სანამ საარჩევნო რეჟიმი სხვას არ მოითხოვს. ყველას მოგმართავთ, ვისაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი აღელვებს, შევწყვიტოთ არაფრის მომცემი „ნიჰილისტურ-გვეშველებარამეს“ ტიპის რიტორიკია და გვერდში დავუდგეთ მთავრობას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. მთავრობის გვერდში დგომა სამოქალაქო საზოგადოებრივი სირცხვილი მხოლოდ მაშინაა, როდესაც მთავრობა არასწორ გზას ადგას-წერს თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაში“IRI-ის კვლევებში კოალიციის სუბიექტებიდან რეიტინგი მხოლოდ ”ქართულ ოცნებას” და ”რესპუბლიკელებს” ”ესინჯებათ”
შემდეგი სტატია(video) ჯონ კერიმ პარიზის შეთანხმებას ხელი შვილიშვილთან ერთად მოაწერა