თინა ხიდაშელი : ხელისუფლებამ დაუმტკიცოს გვარამიას, რომ მან ატვირთა ჩანაწერი

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თიანთინ ხიდაშელი გასულ კვირას ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის ფარული სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების საქმეზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. „რესპუბლიკური პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, გამოძიება ხელისუფლების ხელშია და ფაქტებით საუბარი უნდა მოხდეს:

“იმის მიუხედავად, ვინ ვის რას დააბრალებს, ნიკა გვარამია დააბრალებენ, რომ მან თავად დადო ჩანაწერი, თუ გვარამია იტყვის, რომ ხელისუფლებამ დადო ჩანაწერი ამით მთავარი არ იცვლება, ის რომ სატელევიზიო სივრცეში 2 ადამიანის კერძო ლაპარაკი გამოქვეყნდა. ასეთი ტიპის საქმეებზე ყოველთვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ვიდრე ის არ დადებს დასკვნას, რომელიც არავისში ეჭვებს არ აღძრავს. სახელმწიფო ვალდებულია ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას. დაუმტკიცონ ნიკა გვარამიას, რომ მან ატვირთა ჩანაწერი. არ შეიძლება ხელისუფლება გელაპარაკებოდეს ზეპირად, როდესაც მას ხელში უჭირავს გამოძიების ყველა საშუალება,”- აცხადებს ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაში„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლომ ხუთი მოსამართლიდან არც ერთის აცილება არ დააკმაყოფილა