თინა ხიდაშელი ისრაელის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

მიუნხენში მიმდინარე 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან მოშე იალონთან ორმხრივ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, არსებული გამოწვევები და საფრთხეები იყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მზაობა გამოხატეს, რომ ამ მიმართულებით მომავალში ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში საქართველოსა და ისრაელს შორის გამოცდილების გაზიარებასაც.

banner
წინა სტატიაშიGWP ქართველიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პასუხობს
შემდეგი სტატიაევროპული დღის წესრიგის მიმართულებით ნებისმიერი წარუმატებლობა პრორუსული ძალების მიერ იქნება გამოყენებული