თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება არ გადაიხედება

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, არათუ თავდაცვის სამინისტროში არ გადაიხედება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადაწყვეტილება, საერთოდ ქვეყანა მიიღებს ერთხელ და სამუდამოდ ამ ძალიან მნიშვნელოვან, მარტივად მისაღებ გადაწყვეტილებას, პატარა გამბედაობა რომ სჭირდება და უარს იტყვის სავალდებულო გაწვევაზე ყველა სტრუქტურაში, – ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა კითხვას, გადახედავს თუ არა ახალი მინისტრი მის ხიდაშელის გადაწყვეტილებას გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური.

მისი თქმით, სავალდებულო გაწვევის გაუქმებას ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს უფასო მუშახელი.

„არ შეიძლება 18-19 წლის ახალგაზრდებს ვიყენებდეთ პრაქტიკულად მონური შრომისთვის. ჩემთვის ეს ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება იყო და თავდაცვის სამინისტროს ისე ვერ დავტოვებდი, რომ იქ მაინც, სადაც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, ის მაინც არ დამესრულებინა. არგუმენტები ძალიან ბევრია იმის სასარგებლოდ, რომ 21-ე საუკუნეში 18-19 წლის ბიჭები არ გამოიყენო უფასო მუშახელად. არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რატომ უნდა გყავდეს პროფესიულ ჯარში ასეთი წვევამდელები,არ არსებობს“, -აღნიშნა ხიდაშელმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი იმედოვნებს, რომ არათუ თავდაცვის სამინისტროში არ გადაიხედება ეს გადაწყვეტილება, საერთოდ ქვეყანა მიიღებს ერთხელ და სამუდამოდ ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

“ასეთი გადაწყვეტილებები აუცილებლად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული სხვა უწყებებშიც“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვიტაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: არ შეიძლება 8 წლის წინ მომხდარი ეთნიკური წმენდა დაუსჯელი დარჩეს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: საშიშროებაა, რომ ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ, შუა გზაში იყოს მიტოვებული