თინა ხიდაშელი: გვსურს, სხვებმა საქართველო დაინახონ როგორც შესაძლებლობა და არა საფრთხე

ჩვენ გვსურს, რომ სხვებმა საქართველო დაინახონ როგორც შესაძლებლობა და არა საფრთხე რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“ , – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი carnegieeurope-ის რედაქტორ ჯუდი დემპსისთან ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება არ იქნება არავის წინააღმდეგ მიმართული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გავხდეთ ნატო-ს წევრი. საქართველო ერთგული და სანდო პარტნიორია. ამავე დროს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს სამი რამ – ერთგულება, სანდოობა და ტრანსფორმაცია ნატო-ს სტანდარტებს პასუხობს“, – აღნიშნავს თინა ხიდაშელი.

ამასთან, როგორც თავდაცვის მინისტრი განმარტავს, საქართველოს აღარ სურს, რომ ის ვინმემ შეაჩეროს.

„2008 წელს ამ პატარა ქვეყნისთვის მსხვერპლი დიდი იყო. საქართველომ დაკარგა ადამიანები და დაკარგა ტერიტორია. ახლა კი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია მიმდინარეობს. ომმა მთლიანად ქვეყნის განვითარება შეაჩერა. ჩვენი ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალი იყო ომამდე. დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ჩვენ აღგვედგინა ეს მამოძრავებელი ძალა. ჩვენი ინტეგრაციის პროცესი მაღლა იყო, შემდეგ კი ომის გამო შეჩერდა. ომმა ქვეყნის ოპტიმიზმი გარკვეულწილად გაანადგურა. როდესაც ქვეყანა ვითარდება, ადამიანები უფრო ენთუზიაზმით არიან, უფრო ოპტიმისტურად, ბუნებრივია. ისინი უფრო მეტ ინვესტიციას დებენ და მუშაობენ იმიტომ, რომ მათ აქვთ სტაბილურობის შეგრძნება და რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ, როგორც ნორმალურმა ადამიანებმა. ხოლო როდესაც ომი მიმდინარეობს, ყველაფერი ჩერდება. არავინ იცის რა მოხდება“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
მისივე თქმით, საქართველომ დაიბრუნა თავდაჯერებულობა.

„როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა სათავეში, ჩვენ ვთქვით, რომ ნ არ დავუშვებდით ეს კიდევ მომხდარიყო. ნატო-ს წევრობა ჩვენს პრობლემებზე ერთადერთი პასუხი არ არის, თუმცა, არსებითია. ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ როგორ მოვიქცევით, რამდენად პასუხისმგებლიანები ვართ, როგორ ვიმუშავებთ სტრატეგიულად, რომ დავიცვათ ქვეყანა მოულოდნელი საფრთხეებისგან, რის წინაშეც ვდგავართ და ცხადია, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე გვაქვს დღეს“, – აღნიშნავს თავდაცვის მინისტრი.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს სტუდენტები ვლადიმერ პაპავას პასუხობენ
შემდეგი სტატია(foto) ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო სამჯერ მეტ თინეიჯერ ლტოლვილს გაადეპორტებს