თინა ხიდაშელი – გოგი თოფაძე “ქართულ ოცნებაში” გინდ ყოფილა გინდ არა

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ “მრეწველთა პარტიის” ლიდერი გოგი თოფაძე “ქართულ ოცნებაში” “გინდ ყოფილა გინდ არა”.
როგორ ხიდაშელმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, თოფაძე პოლიტიკური წონის თვალსაზრისით არანაირი გადაწყვეტილების მიმღები ძალის მატარებელი არ არის.

“მე არ დავუნიშნივარ თავდაცვის მინისტრად გოგი თოფაძეს. არც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობა და არც ერთი მინისტრობა არ გადაუწყვეტია. ის არც გადამწყვეტი, არც არსებითი და არც არაფრის განმაპირობებელი პოლიტიკური ფიგურა არ არის “ქართულ ოცნებაში”, – განაცხადა ხიდაშელმა და კითხვაზე – “ანუ გინდ ყოფილა გინდ არა?!”, დასძინა: “პოლიტიკური წონის თვალსაზრისიით ნამდვილად ასეა”.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის თქმით, მაგდა პაპიძე ამბობს, რომ ბავშვს უმალავენ და ის ცოცხალია
შემდეგი სტატია(video) თინა ხიდაშელი: თინა ხიდაშელთან საქმეებს, ტენდერებს ვერ ჩააწყობ