21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

თინა ხიდაშელი: ღარიბაშვილ-თამაზაშვილების კლანი შიდა დაპირისპირებაში დამარცხდა

„სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილები და თამაზაშვილები „ქართული ოცნების“ შიგნით ფლანგებს შორის მიმდინარე დაპირისპირებაში დამარცხდნენ. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

ხიდაშელის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი სამართლიანი მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარმდგარიყო, რათა სასამართლოს დაედგინა სავარაუდო დანაშაულის არსებობა.

„ვფიქრობ, ეს არის ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფების ორ კლანს შორის დაპირისპირება, სადაც ღარიბაშვილები და თამაზაშვილები დამარცხდნენ. სამწუხარო ის არის, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩემი აზრით, ნამდვილად იმსახურებდნენ მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას, სამართლიან სასამართლოს უნდა განესაზღვრა და დაედგინა მათი პასუხისმგებლობა. საზოგადოებას ეს შესაძლებლობა პრაქტიკულად წაართვეს“, — განაცხადა თინა ხიდაშელმა.

პარალელურად, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ მას მამის დაპატიმრებით ემუქრებიან. ექსპრემიერის განცხადებით, ის არავის ებრძვის, მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახს იცავს და იძულებულია ყველა ნაბიჯს „სარკისებურად უპასუხოს“. ამასთან, ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, „შეეშვას სიცრუის ტირაჟირებას და აიღოს სრული პასუხისმგებლობა“.

banner
წინა სტატიაში7 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 164 მილიონი ლარის ჯარიმა დაიწერა
შემდეგი სტატიაზელენსკი – მაშველები კრივი-რიჰში სავაჭრო ცენტრის ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ