თინა ხიდაშელი გადადგომის კონკრეტულ თარიღს ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ დაასახელებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი თინა ხიდაშელი თანამდებობას ამერიკაში ვიზიტის დასრულების შემდეგ დატოვებს, – მის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვდა პრემიერ-მინისტრს და შეთანხმდა, რომ პროცესი ცივილიზებულად უნდა დასრულდეს.

„თავდაცვის სამინისტროში არის რამდენიმე, ძალიან სასწრაფოდ დასასრულებელი ღონისძიება, რომელსაც ახლა გადაბარების რეჟიმი ხელს შეუშლის და პრობლემას შექმნის. ერთ-ერთია სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ივლისის შუა რიცხვებში დაგეგმილი იყო ვიზიტი ამერიკაში, ამ მემორანდუმის შესაბამის გეგმზე მუშაობა. ამრიკაში გავემგზავრები, ამ პროცესს დავასრულებ და იქიდან დაბრუნების შემდეგ, უკვე კონკრეტულ რიცხვზე შევთანხმდებით. არამგონია, ახლა ასეთი მნიშვნელოვანი იყოს, რომელ რიცხვში და რომელ საათზე მოხდება ჩემი გადადგომა. პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენთვის ცნობილია. კიდევ ერთხელ ვამბობ, არასოდეს მივცემ ჩემს თავს უფლებას და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე და პრემიერი ამ შემთხვევაში ერთ აზრზე ვართ, რომ არ მივატოვო პროცესი შუაში , რომელიც ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანია და რომლის წარმატებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვიბრძოდი. ამიტომ ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, უკვე კონკრეტულ თარიღს დავასახლებ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიკანონპროექტი, რომელსაც “ისრაელში გაფურჩქვნისპირას მყოფი ფაშიზმის კოკორი” უწოდეს
შემდეგი სტატია“ყველა ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას”- თინა ხიდაშელი გიგლა აგულაშვილზე