თინა ხიდაშელი: ,,დე ფაქტო ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე”

გიგა ოთხოზორიას მკვლელისთვის შინა პატიმრობის მისჯა საკმარისი არ არის და ის კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს- აცხადებს თვდაცვის მინისტრი თემის კომენტირებისას. თინა ხიდაშელის შეფასებით, დე ფაქტო ხელისუფლება ბოლომდე ვერ აცნობიერებს რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე.

,,უკვკე კარგია, რომ რაღაც რეაქცია მოჰყვა ამ საზარელ მკვლელობას, თუმცა სამწუხაროა, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე. ეს არის ალბათ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური მკვლელობა, რომლის შესახებაც ჩვენ გვსმენია და გვინახავს. არავის არ მატებს ღირსებას ასეთი ადამიანებისთვის ხელის დაფარება. როგორი დე ფაქტო თუ თვითაღიარებულიც არ უნდა იყო, არსებობს ელემენტარული ამბები, რომელსაც ყოველთვის მნიშვნელობა აქვს და ანგარიში უნდა გაუწიო. ასეთი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობაზე პასუხი არის ცალსახა და ის ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისჯოს, იმის მიუხედავად, ჩვენ ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ აფხაზეთის კანონმდებლობას, ეს არის ელემენტარული ადამიანური ღირსების საქმე, რომ ასეთ მკველელობას ადეკვატური პასუხი გასცე. ვფიქრობ, რომ შინაპატიმრობა არ არის საკმარისი, მაგრამ კარგია როცა რეაგირება მოჰყვა ამ ამბავს. იმედია, ადეკვატურები იქნებიან დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიევროსაბჭოს თავმჯდომარემ ევროკავშირის შენარჩუნების პირობა დადო
შემდეგი სტატიაპოროშეკნომ ბრიტანეთის რეფერენდუმის კომენტირებისას რუსეთს აგრესორი უწოდა