თინა ხიდაშელი და კობა კობალაძე ავღანეთს ეწვევიან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს კობა კობალაძეს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვეტერანთა დახმარების საკითხი იყო. გადაწყდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამ მიმართულებით, ერთობლივი ღონისძიებები გატარდება.

თავდაცვის მინისტრი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი დღევანდელ შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ერთობლივ ვიზიტს განახორციელებენ.

banner
წინა სტატიაში“სერვისების განვითარების სააგენტო” საარჩევნო სიებში ცდომილების მიზეზებს განმარტავს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია ზღვისუბნის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდა