თინა ხიდაშელი: ჩვენ ვერ გავაგებინეთ, იქნებ ათიათასობით ადამიანმა გააგებინოს ქუჩიდან

tina xidasheli

რა უნდა მოხდეს გუშინ:
1. მინიმალურ დროში, და ვგულისხმობ გუშინ, გუშინწინ, 2 თვის უკან, მაგრამ ეხლა უკვე შემდეგ 24 საათში მტკიცებულებები და ყველა საქმეში არსებული მასალა უნდა დალაგდეს და ყველა დამნაშვის შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მათ შორის დანაშაული დაფარვაზე. არ გვინდა ეს სახელისუფლებო ისტერია არ ითანამშრომლეს დევიზით. ამაზე სისხლის სამართლის კოდექსი იძლევა პასუხს, როგორ უნდა მოიქცეთ.
პროკურორებმა ზუსტად იციან. ვისაც სისხლის სამართლის სამქეებთან რამე შეხება ქონია ვერ მოგვატყუებთ.
2. ყველა ადამიანის პასუხისმგელობის საკითხი უნდა დადგეს ვინც საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა, და ბრალის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. პროკურორები, გამომძიებლები და სხვა. მუნდირის ღირსება და მსგავსი სისულეების დრო და ადგილი არ არის.
3. პროკურატურაში ფუნდამენტური რეფორმა უნდა გამოცხადდეს, ზუსტად ისეთი როგორც თავის დროზე პატრულში. ეს 2012-ში უნდა გაკეთებულიყო. მაშინ ბატონმა ივანიშვილმა ეს ხალხი სისტემის მსხვერპლად გამოაცხადა. მაშინ თუ ვერ დავარწმუნეთ, მგონი დღეს მაინც აღრ უნდა იყოს რთული დანახვა, ხელით შეხება პრობლემასთან.
4. ეს პირდაპირ არ ეხება ამ მომენტს მაგრამ ზუსტად ასეთი წმენდაა ჩასატარებელი ფინანსურ პოლიციაშიც.
5. თუ რამეზე უნდა შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია, (ესეც 2012-ის ამბავია მაგრამ ეხლა მაინც) ეს არის სისტემური დანაშაულების და სამართალდამცავების დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიებისთვის. შესაბამისად, სწორედ ამ გამოძიების საფუძველზე უნდა დადგინდეს ფუნდამენტური რეფორმის გეგმაც.
6. მუნდირის დაცვის მოტივით დანაშაულის მიჩქმალვა-დაფარვის ყველა მცდელობა კანონმდელობით უმძიმეს დანასაულად უნდა გამოცხადდეს შესაბამისი სასჯელით.
7. აბსოლუტურად აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუციის არსებობა, სწორედ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. ესეც 2012 წლიდან მოყოლებული შეუსრულებელი ვალდებულებაა, მაგრამ ეხლა მაინც უნდა გაკეთდეს.
8. სასამართლოში კი, აღარც მინდა ამაზე დავწერო, ისეთ კატასტროფაში და სირცხვილში ვართ მგონი წერადაც აღარ ღირს. ამაზე მთელი ნაშრომები შემიძლია წარმოგიდგინოთ.
9. და ბოლოს, საერთოდ რამე რომ გამოვიდეს ამ ქვეყანაში ნება უნდა არსებობდეს, ნება რომ მონების ნაცვლად პროფესიონალებით აშენო სახელმწიფო.
ჩვენ ვერ გავაგებინეთ, იქნებ ათიათასობით ადამიანმა გააგებინოს ქუჩიდან-წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის – საპატრიარქო
შემდეგი სტატიაყველაფერი ხელისუფლების ბრალია – ნემო ბურჭულაძე