თინა ხიდაშელი: ასეთი სისტემა მუდამ კლავს სანდრო გირგვლიანს!!!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალური ქსელით დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება. ,,თაიმერი” ხიდაშელის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,1. 2004 წელს მთვრალმა პოლიციელმა მოკლა ბუტა და სისტემამ ყაჩაღად გამოაცხადა
2. ბუტას მკვლელობით წახალისებულმა სისტემამ მოკლა სანდრო გირგვლიანი
3. იმავე სისტემამ დღისით, შუა ქალაქში ასობით ადამიანის თვაკწინ დაცხრილა ზურა ვაზაგაშვილი
სია გრძელია
სისტემა სჯიდა ადამიანებს, სასტიკად უსწორდებოდა, უდანაშაულო ბავშვებს ყაჩაღებად აცხადებდა
ქვეყანა დუმდა
რამდენიმე ათეულმა კაცმა და ქალმა ქუჩაში სიარული დავიწყეთ, შველას ვითხოვდით, მომავალ მსხევრპლს ვიცავდით
ქვეყანა დუმდა
შემდეგ მეტ კარზე დააკაკუნეს
სტურუას საქმე სწორედ ასეთ საშიშ ზღვარზეა
დღეს ხელისულებაში მყოფთა უდიდესი ნაწილი მაშინაც დუმდა და დღესაც დუმს
მეორე ნაწილი იმ სისტემას აფინანსებდა და მხარს უჭერდა
საკუთარ ბიზნესს იცავდა
მაშინ ყველა კარზე დააკაკუნეს
ხვალეც დააკაკუნებენ თუ ისევ თვალს მოვუხუჭავთ ღრმად ჩაბუდებულ ძალადობას, მავნებლებს, მოძალადის “მუნდირის” დამცველებს
მერამდენე წრეზე უნდა წავიდეთ, რომ დავიჯეროთ საბჭოთა, კუდი, სუსი, კაგებეს მართული ქვეყანა არ მუშაობს, მუდამ მსხვერპლს ითხოვს 🙁
ასეთი სისტემა მუდამ კლავს სანდრო გირგვლიანს!!!
სხვაგვარად არ იცის!!!!”- წერს სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაში,,დავასრულოთ ერთმანეთის ჭამა, დაპირისპირება, გავერთიანდეთ მომავლის ხედვით”
შემდეგი სტატიაგულნარა კარიმოვა მამის დასაფლავებაზე არ ყოფილა