თინა ხიდაშელი: “არავითარი MAP-ის მსგავსი ინსტრუმენტი საქართველოს არ ჭირდება”

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ვარშავის ნატო-ს სამიტის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოლოდინებზე საუბრობს. ხიდაშელის განცხადებით, საქართველო ვარშავის სამიტზე მაპ-ს არ ელის, და ნატო-საქართველოს სრულყოფილი ერთობლივი პაკეტი აქვს:

„არავითარი MAP-ის მსგავსი ინსტრუმენტი საქართველოს არ სჭირდება, ჩვენ გვაქვს ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტი, რომელიც თავისი არსით პრაქტიკული შემადგენელით არის ყველაზე უფრო მაღალი ხარისხის დოკუმენტი, რაც კი ნატო-სა და რომელიმე ქვეყნის ურთიერთობაში ოდესმე შექმნილა. არანაირი მაპ-ის მაგვარი არავითარი დოკუმენტი ჩვენ არ მოგვითხოვია და შესაბამისად არც ამის მოლოდინი არ გვაქვს, ჩვენ ვითხოვეთ კონკრეტული პროექტები, კონკრეტული რესურსებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსებით, იმისათვის, რომ იმ მიმართულებებში, რაც დღეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იქნება ეს ზღვის მიმართულება, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია თუ სხვა, ვიცოდეთ ვისგან რა ტიპის დახმარებას უნდა ველოდეთ, რა ვადებში და რა ფაზები იქნება, როდესაც ეს პროცესი დასრულდება. ეს არის, რასაც ველოდებით ჩვენ ვარშავიდან“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიაყალბი ფულის დამზადება გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს