თინა ხიდაშელი : არაფერი ვიცი იმაზე, რასაც ამბობენ, ჩემს ძმასთან პრაქტიკულად არ მაქვს ურთიერთობა

თინა ხიდაშელი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, მისი ძმის ხსენებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება.

„ბევრმა ადამიანმა მომწერა კუპრავას განცხადებაზე. მოკლე კომენტარი:
1. არაფერი ვიცი იმაზე, რასაც ამბობს.
2. სხვადასხვა მიზეზის გამო, პრაქტიკულად არ მაქვს მიშასთან (ანუ ჩემს ძმასთან) ურთიერთობა.
3. ვერ ვხედავ, ვიდეოში რა ხდება და ამიტომ არ ვიცი, ის არის თუ არა გადაღებული. უბრალოდ, არ ჩანს, თორემ მამა ერთი გვყავდა და ამოვიცნობდი აუცილებლად.
4. აქვე ინფორმაციისთვის, სუს-ში არასოდეს უმუშავია და პოლიციიდან ოქრუაშვილის მინისტრობის დროს გაათავისუფლეს.
5. ზოგადად, მე თუ მკითხვათ, მე მის სიტყვებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
6. მედიის საყურადღებოდ, ტელეფონის ნომერი არ ვიცი”, – წერს ხიდაშელი.

​თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ზვიად კუპრავამ ახსენა, შსს-ში გამოიკითხება. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. მათი თქმით, დღეს ის ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაშია დაბარებული.

ზვიად კუპრავას განცხადებით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება.

ზვიად კუპრავამ ამ ადამიანის გამოკითხვა მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელის ძმა შსს-ში დაიბარეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ავტოავარიაში მოჰყვა