თინა ხიდაშელი: არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ აშშ ან ევროპა საქართველოს ან სხვა პატარა ერებს მარტო ტოვებენ

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?

ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საერთაშორისო თანამეგობრობას გადამწყვეტი და თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

თინა ხიდაშელს საუბარი თურქეთში, „დიდი ოცეულის“ შეხვედრის დროს გავრცელებულ იმ ფოტომასალაზეც მოუწია, სადაც აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტები პირისპირ საუბრობენ.

„მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროპელი მოკავშირეები საქართველოს ან სხვა რომელიმე პატარა ერებს მარტო ტოვებენ. მესმის, რომ ეს მოსაზრებები ობამა-პუტინის ძალიან „თბილი“ შეხვედრის ამსახველი ფოტო-მასალის გამოქვეყნების შემდეგ გამძაფრდა, სადაც ისინი ძალიან მეგობრულად საუბრობენ. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთთან, გავაფორმოთ მასთან ხელშეკრულებები, მაგრამ ამ პროცესს, ძალიან პოზიტიური და ნათლად განსაზღვრული დღის წესრიგი უნდა ახლდეს თან, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკვე ათწლეულებია, თავიანთი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე ერთგული პარტნიორები არიან. აი, ეს არის ის, რაც ამ სურათიდან არ ჩანს. ჩვენ ვამბობთ, ვესაუბროთ რუსეთს, ვეცადოთ, რომ ამ საუბრებიდან რაც შეიძლება მეტი შედეგი მივიღოთ, მაგრამ ამავდროულად დავუმტკიცოთ რუსეთს, რომ შენ გაქვს შენი საკუთარი დღის წესრიგი იმ ქვეყნებისთვის, რომლებითაც რუსეთი ასე შეპყრობილია”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თინა ხიდაშელის თქმით არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვისა და ვაშინგტონის „შეჯიბრში“, ვაშინგტონის მხარეს სურთ ყოფნა.

„გააფართოვე თავისუფალი მსოფლიოს საზღვრები. არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვისა და ვაშინგტონის „შეჯიბრში“, ვაშინგტონის მხარეს სურთ ყოფნა – ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის. დადექით მათ გვერდით და ეს იქნება პასუხი, ეს იქნება თანასწორობის საფუძველი ამ თანამშრომლობის გზაზე. სწორედ, ეს იქნება ყველაზე ნათელი გზავნილი რუსეთისთვის, რომ არავის ეშინია მათი, რომ რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი არ არის დასავლეთის სასოწარკვეთილების გამოხატულება და ეს არის ყველას ინტერესი. თუ ჩვენ გავიღვიძებთ სრულიად განსხვავებულ სამყაროში, მაშინ რუსეთი ნათლად დაინახავს, რასთან აქვს საქმე და რომ არსებობს პოზიტიური დღის წესრიგი. ამ გზაზე არსებობს დიდი თავისუფალი სივრცე და შესაძლებლობები, როგორც ნატო-სთვის ისე, ევროკავშირისთვის“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულ დავით ბორჩაშვილს ქირურგიული ოპერაციისთვის ამზადებენ
შემდეგი სტატიასოფელ აძვთან შეიარაღებულმა პირებმა სამი პირი დააკავეს