თინა ხიდაშელი: არ შეიძლება 8 წლის წინ მომხდარი ეთნიკური წმენდა დაუსჯელი დარჩეს

მე დღეს უფრო მეტად არ ვიცი, რას გულისხმობდა ბატონი ალასანია

8 აგვისტოს მნიშვნელობა გაცილებით დიდია და ის ერის, ქვეყნის, ამომრჩევლის გაერთიანების დღე უნდა იყოს, – განაცხადა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელი იმედს გამოთქვამს, რომ, აგვისტოს ომის გამოძიება ლოგიკური შედეგით დასრულდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში

“არ შეიძლება ასე ტიპის დანაშაული, რაც 8 წლის წინ მოხდა საქართველოში, ეთნიკური წმენდა, ყველა პარამეტრით საერთაშორისო ომის დანაშაულების მთელი კასკადი იყო, რჩებოდეს დაუსჯელი, იმის მიუხედავად, დიდია ქვეყანა თუ პატარა და მხოლოდ იმიტომ, რომ დიდ, სუპერსახელმწიფოზე გვაქვს საუბარი, დაუსჯელი დარჩეს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ 8 აგვისტოს მნიშვნელობა გაცილებით დიდია და ის ერის, ქვეყნის, ამომრჩევლის გაერთიანების დღე უნდა იყოს. დღე, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად 8 აგვისტოს გამო და არამხოლოდ, სამწუხაროდ ესეთი დღეები ჩვენს ისტორიაში ძალიან ბევრია, მაგრამ 8 აგვისტოს გამოც უარს ვეტყვით ერთხელ და სამუდამოდ ოკუპაციას იქ სადაც შეგვიძლია, იქ სადაც შეგვიძლია ამაზე სწრაფი და ეფექტური პასუხის გაცემა. ყველაზე მარტივი არის საარჩევნო ყუთები, სადაც შეგვიძლია არა ვუთხრათ ოკუპაციას და იმ ძალებს, ვინც დღესაც ბედავენ და გვეუბნებიან, რომ ჩვენ გავაბრაზეთ რუსეთი, თორემ არაფერი მოხდებოდა”,- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშინიკა რურუა: 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესია მიზნად ისახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობას
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება არ გადაიხედება