თინა ხიდაშელი – არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება უკეთესად მართავს ქვეყანას, ვიდრე – შვიდი სამინისტრო შვეიცარიას

საქართველოს ყავს 18 სამინისტრო, შვეიცარიას – შვიდი, არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება უკეთესად მართავს ქვეყანას, ვიდრე – შვიდი სამინისტრო შვეიცარიას, -ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელმა იმ საკონონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებსაც პარლამენტიშუ მოხვედრის შემთხვევაში „რესოუბლიკური“ პარტია დააყენებს.

ერთ-ერთ ასეთ ინიციატივად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამინისტროების რაოდენობის შემცირება დაასახელა.

„გაზრდილი ბიუროკრატია თავისთავად ნიშნავს ძალიან დიდ ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელიც იპარავს ფულს იქიდან ,რც ქვეყანას რეალურად უფრო მეტად სჭირდება. ვფიქრობ, არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამინისტრო, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილი უნდა იყოს. ასევე, არ უნდა იყოს ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროები არ უნდა იყოს ცალკე უწყებები. ენერგეტიკა არის ეკონომიკის განვითარეიბს უმნიშვნელოვანესი სფერო და თუკი ქვეყანაში ეკონომიკის სამინისტრო გაქვს, მაშინ ეკონომიკის სამინისტრო უნდა იყოს პასუხისმგებელი ეკონომიკის განვითარებაზე“,-აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მუდმივად გველაპარაკება, რომ ინვესტიცია მოდის ენერგეტიკაში და ეკონომიკას იქიდან ვავითარებთ, ამასობაში ეკონომიკის სამინისტრო გვერდზეა გაწეული.

„მხოლო სამინისტროებში არ არის პრობლემა, პრობლემაა, რომ თითქმის ყველა სამინისტრო შემდეგ დუბლირებული გვაქვს კანცელარიაში. გვაქვს სამინისტროები და მერე გვაქვს საბჭოები, რომლებსაც ზუსტად იგივე ფუნქციები აქვთ, რაც სამინისტროებს. ასევე, სამინისტროებში გვაქვს ასეთი დეპარტამენტები – შიდა აუდიტის სამსახური, გენერალური ინსპექცია, ფინანსური და კიდევ რაღაცნაირი მონიტორინგის სამსახური. ამასობაში გვაქვს სუს-ი, რომლემსაც ზუსტად ამავე ფუნქციებით ყველა სამინისტროშო დანიშნული ყავს „ოდეერები“. სულ ამას ვამბობდი, მაშინ ამ ოდეერებმა შეითავსონ ეს ფუქნცია, გავაუქმოთ ეს დეპარტამენტები, ფულიც დაიზოგება და სახელმწიფოც უფრო სწრაფად განვითარდება. ბევრი სეგმეტნია სახელმწიფო უწყებებში, რომელიც უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. მაგალითად კრიზისების მართვის საბჭო, რომლის არსებობაც, ჩემი აზრით, ასეთი ფორმით არის გაუმართლებელი. ეს არის დუბლირებული უშიშროების საბჭოს ფუნქციები, დუბლირებული თავდაცვის სამინსიტროს ფუნქციები“,-აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოსა და კანონმდებლობის ამოცანაა, გამართოს ეს სისტემა.

„15 თვის განმავლობაში ვცდილობდი, მიგვეღო თავდაცვის სამისტროს შესახებ კანონი, თუმცა სამწუხაროდ არ გამოვიდა“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში სამაშველო სამუშაოები გრძელდება – ოფიციალური მონაცემებით, 37 ადამიანი დაღუპულია, 150 კი დაკარგულად ითვლება
შემდეგი სტატია“20 წელიწადზე მეტია, დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა და ამ პერიოდში, რეფერენდუმები ჩატარებულა”