თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ უჩა ძოძუაშვილი „დელტას“ ხელმძღვანელად დაბრუნდეს

არ მივიჩნევ საჭიროდ, ჩემი დაქვემდებარებაში მყოფი პირების განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო იმასთან დაკავშირებით, მქონდა თუ არა „დელტას“ ხელმძღვანელ უჩა ძოძუაშვილთან კომუნიკაცია, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სამეცნიერო-ტექნიური ცენტრი, „დელტას“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

„თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა ამ თემაზე განცხადება. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და თავდაცვის სამინისტრო არასოდეს არ ყოფილა განზე საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილებისგან. ამიტომ გავავრცელეთ ჩვენ განცხდება ორი დღის წინ. დაიწყო თავდაცვის სამინისტრომ მოკვლევა ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად, რეალობის საჩვენებლად. გაირკვევა ყველაფერი. ბრძანებაზე ხელი მოწერილია, მაგრამ თუ არაფერი არ გამოვლინდა, შესაბამისად, უჩა ძოძუაშვილი დაბრუნდება სამსახურში“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტას” ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაცია 2030.news-ს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

თავად უჩა ძოძუაშვილი 2030-ის ჟურნალისტთან საუბარში ინფორმაციას მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არ ადასტურებს.

ამასთან, 16 მაისს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დაევალა, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შეისწავლოს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა”,- ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიმცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვა მოქმედებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: “კაბელების საქმეზე” პოზიცია არ შემიცვლია