თინა ხიდაშელი – ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გამოძიების მხრიდან გაეცემა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იმედს გამოთქვამს, რომ ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გამოძიების მხრიდან გაეცემა.

როგორც თინა ხიდაშელმა თემის კომენტირებისას განაცხადა, ის საქმის დეტალებს არ იცნობს, რადგან ეს მისი კომპეტენცია არ არის. თუმცა, იცის, რომ შს სამინისტრო ყველაფერს აკეთებს საქმის დროული გამოძიებისთვის.

“არ ვიცნობ საქმის დეტალებს. ეს არ არის ჩემი საქმე. ძალიან კარგია, რომ არ ვიცნობ დეტალებს. ერთი რამ ვიცი, რომ შს სამინისტრო მცდელობას არ აკლებს იმას, რომ საქმე გამოძიებული იქნას ისე, რომ კითხვები არ დარჩეს. საქმის გამოძიება არ არის დასრულებული. ერთი ადამიანის დაკავება არ ნიშნავს დასასრულს. წავიკითხე, რომ დაზარალებული მადლობას უხდის შს სამინისტროს და იმედი გვაქვს ეს ასე გაგრძელდება და მათი თანამშრომლობა იმით დასრულდება, რომ ქვეყნისთვის მძიმე საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე გამოძიების კომენტირებისას.

banner
წინა სტატიაშიყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ვამაყობ პროექტებით, რომელიც ენერგეტიკის დარგში განხორციელდა