თინა ხიდაშელი: 50 დღის შემდეგ ვინმეს დროებით ჩამოშორება ღიმილის მომგვრელია

1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს; 2. ეხლა არ გვითხრათ შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში როგორც თავად გამავრცელებელი. 3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გაასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო არ უნდა გაგიკვირდეს; 4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არ აღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა. 5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის -- ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა. არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!!!! აბსოლუტურად აკრძალულია და არ ექვემდებარება შებრალება / დანდობას. საერთაშორისო სამართლის დანაშაულია, დიდი ხანია. ანა ბანაა ადამიანის უფლებების სამართლის. მაშინაც ვთქვი, როდესაც ბედუკაძეს რაღაც გაუგებარი გარიგება დაუდო კბილაშვილმა, არავის და არაფერს მოვრიდებივარ (ალბათ არსებობს ჟიჟილაშვილის ეთერი არქივში) და ეხლაც იგივეს გავიმეორებ. ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!

1. 50 დღის შემდეგ ვინმეს დროებით ჩამოშორება ღიმილის მომგვრელია. სულ არაფერს ჯობიას კატეგორიაშიც კი არ არის.
2. 50 დღის შემდეგ ასეულობით ვიდეოს ნახვა გვამცნეს, მაგრამ საძღვარზე ვიდეო ჩანაწეზე არაფერი თქმულა.
3. 50 დღის შემდეგ ერთადერთ შემთხვევაზე გვამცო მინისტრმა რომ კომეურნეობაზე თეთრი მაისურით სავარაუდოდ ის იყოო, მაგრამ შემდეგ ამ მარშუტკის მოძრაობაზე, სად ჩამოვიდა აღარაფერი თქვა, არადა გინდა 60 გამოკითხე გინდა 120 თუ სხვა ადგილია.
4. ანძების ამონაწერი გვაქვსო მაგრამ მოძრაობის ტრაექტორიაზე არაფერი გვითხრა, არც იმაზე ამ ტრაექტორიის მიხედვით თუ ამოიღეს ვიდეოები.
5. 50 დღის შემდეგ ისევ იყენებს ტერინს გაურკვევლ ვითარებაში გაიჩინარდაო, არა და საზღვრია ვიდეოშო ყველას და ყველაფერა უნდა ხედავდნენ
6. და აზრი რა იყო ბრიფინგის? კმაყოფილი და უფრო ინფორმირებული იყოს მსმენელი ხომ?-წერს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხტარლის საქმეზე სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს.

banner
წინა სტატიაშისაია პრეზიდენტის ვეტოს მიესალმება
შემდეგი სტატიასენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 16-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება