თინა ხიდაშელი 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით ”ქართულ ოცნებას” 5 კითხვით მიმართავს

“რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს 26 მაისს აქციის დაშლის აქამდე უცნობი კადრების გავრცელებას ეხმაურება. განცხადებას ხიდაშელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს. ხიდაშელს აინტერესებს, როდის მიიღო აღნიშნული მტკიცებულება პროკურატურამ, ასევე რომელი მოსამართლე განსჯის საქმეს. ხიდაშელი მიიჩნევს, რომ არანაკლები სირცხვილია ადამიანების ტრაგედიით, სახელმწიფოთი მანიპულაცია. “თაიმერი” ხიდაშელის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“მე იმ ღამეს იქ ვიყავი. მერე რამდენიმე დღე რაიონ რაიონ ვეძებდით ნაწამებ ადამიანებს ელჩებთან ერთად. ეს ამბავი ყველამ იცის, ამიტომ კადრების ნახვა არ მჭირდება ამ საშინელების აღქმის და პასუხისმგებლობის მოთხოვნისთვის.
მხოლოდ ხუთი კითხვა მაქვს, მაინც ხუთოსნები გახდით 🙁
1. როდის მიიღო პროკურატურამ ეს მტკიცებულება? საქმეში უნდა ეწეროს და გვითხარით.
2. იმათ თუ კითხეთ სიაში და ოლქებში მსუყედ რომ გყავთ წარმოდგენილი, ამ წამების რეჟიმის წარმომადგენლები, მეგობრები, დამფინანსებლები, გულხურვალე მხარდამჭერები, ხელისგადატყავებამდე ტაშისმკვრელები?
3. ეს საქმე მურუსიძეს უნდა განასჯევინოთ?
4. რატომ იყავით წინააღმდეგი სწორედ ამ და მსგავს საქმეებზე საგამოძიებო კომისიის და სისტემური დანაშაულისათვის სახელის დარქმევის?
5. ვინ მოკლა ნიკა კვინტრაძე? ამას საპრეზიდენტო არჩევნების წინ გვანახებთ კინოში?
არანაკლები სირცხვილია ადამიანების ტრაგედიით, სახელმწიფოთი მანიპულაცია :(,”-წერს თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : მნიშვნელოვანია 26 მაისის საქმეზე გამოძიების ბოლომდე მიყვანა და მართლმსაჯულების აღსრულება
შემდეგი სტატიაგიორგი აბაშიშვილმა კასპში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში რეპრესირებულთა მუზეუმი გახსნა