თინა კანდელაკი : საქართველოს ბევრი რისკი აქვს, მათ შორის რუსი ტურისტების დაკარგვა. დაკარგეთ, გილოცავთ

რუსეთის ერთ-ერთი არხის გენერალურმა პროდიუსერმა თინა კანდელაკმა რუსულ მედიასთან საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მეტი დაფიქრება მართებდა. “სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება თავის პოლიტიკურ ამოცანებს მის შედეგებზე დაუფიქრებლად იღებს. არსებულ ვითარებაში ყველამ უნდა გაიაზროს რისკები. რუსეთს რისკები არა აქვს, საქართველოს კი – ბევრი აქვს. მათ შორის, რუსი ტურისტების დაკარგვაა. დაკარგეთ, გილოცავთ!” – თქვა კანდელაკმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა. რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა კი ტუროპეარტორებს საქართველოში ტურების გაუქმებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაში“კატეგორიულად ვუარვყოფ დაშავებულთაგან ერთი პირის გარდაცვალებას”- ავთანდილ თალაკვაძე
შემდეგი სტატიაანა დოლიძე : სისტემა ირაკლი კობახიძის გადადგომით არ დაინგრევა, სისტემის დანგრევა იქნება გავრილოვის აქ ჩამომყვანის, გიორგი გახარიას გადადგომა