თინა ბოკუჩავა:ფასების კატასტროფულად ზრდის, სამუშაო ადგილების არ არსებობის გამო, ქვეყანა იცლება და ყველა მიდის ემიგრაციაში

დღეს „გამარჯვების კოალიციის“ ფარგლებში საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი ნანა ტოხვაძე, სიღნაღში სოფ. საქობოში ჩავიდნენ, იქ მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეხვდნენ და ემიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

თინა ბოკუჩავას განცხადებით -„რამდენი ოჯახია, რომელიც აი ასე გახლეჩილია და უწევთ ქვეყნიდან წასვლა. რატომ?! იმიტომ, რომ აქ არ არის სამუშაო ადგილები, ფასები იზრდება, კატასტროფულად იზრდება! არც საკვებ პროდუქტზე აღარ ყოფნის ოჯახს ფული, არც მედიკამენტზე, საწვავზე საერთოდ საუბარი არ მაქვს. ამიტომ იძულებულია ამდენი ოჯახი ასე გაიხლიჩოს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიცესკოს კანონში შესატანი ცვლილებები დამოუკიდებელ ორგანოზე დიქტატის დამყარებას ემსახურება – უსუფაშვილი
შემდეგი სტატიავასო ურუშაძე: ტყუილში „ქართული ოცნება“ 12 წელია გვაცხოვრებს