თინა ბოკუჩავამ პარლამენტის ბიუროს დღის წესრიგი დახია (+ვიდეო)

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ბიუროს დღის წესრიგი დახია.

თინა ბოკუჩავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ითხოვდნენ არჩილ თალაკვაძისგან პასუხის გაცემას, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად. მათი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ამ უფლებას უზღუდავთ.

თალაკვაძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს განუმარტა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, საორგანიზაციო საკითხებზე გადასვლამდე, მათ მიეცემოდა სიტყვით გამოსვლის საშუალება.

თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მივიდა და სხდომის წაყვანის საშუალება აღარ მისცა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგო რატიანმა სხდომა უკვე დატოვეს.

banner
წინა სტატიაში“ანაკლიის პროექტი დაგვიანდა”-ნათია თურნავა
შემდეგი სტატიადიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სასწავლებლის რეაბილიტაციისათვის 5 მილიონი დაიხარჯება