თინა ბოკუჩავა : წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა ყველა თვალსაზირისით

წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა ყველა თვალსაზირისით, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც NDI-სთან გამართულ შეხვედრას ესწრება.

მისივე თქმით, ხელისუფლება იყენებს ყველა რესურსს,იმისთვის, რომ შექმნას არათანაბარი პირობები.

“წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა ყველა თვალსაზირისით. არამხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, ის რომ ბაღების მასწავლებლების და დირექტორების მობილიზება ხდება საარჩევნო კამპანიისთვის. არა მხოლოდ ფინანსური უთანასწორობის თვალსაზრისით იმ მხრივ, რომ მილიონობით შემოწირულობა აქვს “ქართულ ოცნებას”, მაშინ როცა “ნაციონალური მოძრაობის” შემომწირველებს აშინებენ და არ აძლევენ საშუალებას მხარი დაუჭირონ პარტიას. ხელისუფლება აქტიურად იყენებს ძალაუფლებას, სუს-ს, პოლიციას, იმისთვის, რომ შექმნას არათანაბარი პირობები, მაშინ როდესაც ჩვენი კანდიდატები გისოსებს მიღმადაც აღმოჩნდნენ, რადგან გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით. ცხადია, შეუძლებელია ისაუბრო თანაბარ საარჩევნო გარემოზე. NDI-ის წარმომადგენლებს მოვახსენე ყველამ ამ პრობლებასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიპატიმრების შეწყალების სკანდალი – ნანა კაკაბაძე გამოძიების დაწყებას და პრეზიდენტის დაკითხვას ითხოვს
შემდეგი სტატია“გავყიდეთ მანქანები, ბათუმის ძალიან კარგი ოფისი, რუსთავის ოფისი. იყიდება სხვა ოფისებიც…”