20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

თინა ბოკუჩავა: თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იაფფასიანი მანიპულაციებია

თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, იაფფასიანი მანიპულაციებია, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე იყვნენ პასუხისმგებლები, – ამის შესხებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას პასუხი მოჰყვა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირი მინიშნებებით ვერანაირ საბაბს და მიზეზს ვერავინ მისცემს, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ რეგისტრაციაში არ გაატარონ და თქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, თუ თინა ბოკუჩავამ საკუთარ პარტიასთან ბრძოლის ეს გზა აირჩია. ცისკარიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ეჭვი აქვს, ქართულ ოცნებას“ გაუხარდება „ამ მინიშნებებიდან გამომდინარე, დამატებით იქექონ ჩვენს საბუთებში“.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებისგან საერთაშორისო წნეხი აკავებს, რომლის შენარჩუნებაშიც ენმ-ის საგარეო გუნდმა, მათ შორის პირადად მან დიდი როლი ითამაშა.

„ამ საკითხზე სამი რამ შემიძლია ვთქვა: ერთი, თუ რამე აკავებს ივანიშვილს, რომ არ გააუქმოს პოლიტიკური პარტიები და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის საერთაშორისო წნეხი, საერთაშორისო მეგობრების მხრიდან. მეორე, თუ ვინმემ რამე გააკეთა იმისთვის, რომ ეს საერთაშორისო წნეხი შენარჩუნებულიყო და საქართველოს საერთაშორისო მეგობრებისთვის პარტიების გაუქმების საკითხი იყოს ძალიან მკაფიო წითელი ხაზი, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მოძრაობის საგარეო გუნდა და პირდაპირ ვიტყვი, მათ შორის პირადად მეც. მე გაცილებით უფრო კრიტიკულად ვუყურებ იმ ორ წელიწადს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გავატარე, მაგრამ ამ საკითხში იმედია, არავინ შემედავება. მესამე, თუ რაიმე საფრთხეს უქმნის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ , ეს არის ის იაფფასიანი მანიპულაციები, რომელსაც, როგორც ჩანს, იმ რამდენიმე კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევაზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველთან“.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: კარგია, რომ წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფომ, ნაურუმ უკან წაიღო ჩვენი ტერიტორიების აღიარება
შემდეგი სტატიაშსს-მ საგარეჯოში, Instagram-სა და TikTok-ზე უცნობი პირის მიერ, არასრულწლოვანების დამონტაჟებული, შეურაცხმყოფელი ფოტომასალის გავრცელების საქმეზე, გამოძიება დაიწყო