თინა ბოკუჩავა შეთანხმების ჩაშლის საკითხზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს

თინა ბოკუჩავა შეთანხმების ჩაშლის საკითხზე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, რვა მარტის შეთანხმებას აქვს ორი კომპონენტი და თუკი ორივე მათგანი არ შესრულდება, ეს მთლიანად მმართველი ძალის ბრალი იქნება.

„მივიღეთ ერთობლივი განცხადება და დავადასტურეთ, რომ რვა მარტის შეთანხმებას აქვს ორი კომპონენტი – საკონსტიტუციო ცვლილება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ივანიშვილს უნდა შეიტანოს ოპოზიციაში განხეთქილება, მაგრამ ამას ვერ მიიღებს, ის დარჩება მარტო და სიმართლე არის ჩვენს მხარეს, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დაიწყეს უკვე ტერმინ „პოლიტიკური პატიმრის“ გამოყენება.

გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმებას აქვს ორი ნაწილი, ის სრულდება ან სრულად, ან ივანიშვილის შლის ამ შეთანხმებას. თუკი ის არ შესრულდება სრულად, ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ხელისუფლებამ შეწყვიტოს ნებისმიერი საუბრები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქციები ზოგადად სრულიად კონსტიტუციური,კანონიერი და დემოკრატიული ფორმაა