“საქართველოს გადარჩენის ერთადერთი და რეალური შანსი არის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანებაში”, – ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომლითაც მესამე პრეზიდენტის მიერ, სასამართლოზე წარმოთქმულ სიტყვას გამოეხმაურა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.
“შეუძლებელია, ისეთ ვერაგ მტერს, როგორი არის ვლადიმერ პუტინის მოკავშირე „რუს-ქოცური“ რეჟიმი ივანიშვილის რეჟიმის სახით, დამარცხდეს დაქსაქსული, ფრაგმენტირებული, ურთიერთდაპირისპირებული ოპოზიციური სპექტრით.
აუცილებელია დემოკრატიული პოლიტიკური ძალების გაერთიანება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ასე მოხდეს, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და დავაბრუნოთ ნორმალური, მშვიდობიანი განვითარების გზას.
რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ [წითელი ხაზები] არ არსებობს, ამას დიდი ხანია ვამბობთ“- აცხადებს თინა ბოკუჩავა.

















