თინა ბოკუჩავა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს

რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა მოინახულებს. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მას შემდეგ მივიდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისგან დაწესებულებაში შესვლის ნებართვა მიიღო.

„როგორც პარლამენტის წევრს შემიძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა, თუმცა, ამისთვის საჭიროა პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობა. მე ამ დრომდე ველოდებოდი თანხმობას, მიღებულია ეს თანხმობა და შესაბამისად, შევძლებ რომ შევიდე დაწესებულებაში. გუშინ იცით, რომ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, მან პრეზიდენტი სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება შეძლო.

როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი იმ წერილში ამბობს, რომელიც გამოქვეყნდა, ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებასთან ერთად მისი გათავისუფლება იქნება ავტომატური. ჩემი აზრით, მისმა თავგანწირვამ უნდა მისცეს თითოეულ ჩვენგანს მაგალითი იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე მივიდეს საარჩევნო ყუთთან. დღეს მართლაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება და და პრეზიდენტი სააკაშვილის თავგანწირვამ, ჩემი აზრით, ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ბრძოლა არის დღეს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიკლეიტონი – მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, ნახოს, რომ ეს არჩევნები ტარდება გამჭვირვალედ
შემდეგი სტატიაცესკოს თავმჯდომარე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა