თინა ბოკუჩავა : მორჩილი საპარლამენტო უმრავლესობა რომ ვერ ბედავს საგამოძიებო კომისიის შექმნას, გასაკვირი სულაც არ არის

მორჩილი საპარლამენტო უმრავლესობა რომ ვერ ბედავს საგამოძიებო კომისიის შექმნას, გასაკვირი სულაც არ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ „თიბისი ბანკის“ საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

„მმართველი გუნდი მხოლოდ მხარს უჭერს იმას, რასაც უჭერს ბიძინა ივანიშვილი. თავისთავად, მისგან დირექტივა იქნება, რომ პარლამენტში ამ თემაზე მეტი კითხვა არ დაისვას, რადგან თავად მის მიერ არის ორკესტრირებული შეტევა „თიბისიზე“. ის, რომ მორჩილი საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ბედავს საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტში, სულაც არ არის გასაკვირი“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში წელს 50 მილიონზე მეტი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეაში საპარლამენტო არჩევნებია