23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

თინა ბოკუჩავა: მე ჩემს თავს არ ვხედავ პარტიის დროებითი მართვის სტრუქტურაში

მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობაზე, მაგრამ ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში – სწორი იქნება ბრძოლა გავაგრძელო პოლიტსაბჭოს რიგითი წევრის სტატუსით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ბოკუჩავამ ყრილობის დაწყებამდე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, მან მიიღო შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, თუმცა მისი პოზიციაა, რომ ბრძოლა გააგრძელოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითი წევრის სტატუსით.

„მინდა წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას რომ მმართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მე დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, ახლა ჩემი მხრიდან ყველაზე სწორი იქნება ის, რომ ბრძოლა ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გავაგრძელო, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითი წევრი.

ჩემი თხოვნაც იყო, ჩემი კანდიდატურის დასახელება არ მომხდარიყო, შესაბამისად არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხზე. ეს არის დროებითი ორგანო, რომელიც იქმნება 6 თვით. მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, ტარების და გასაღების ფაქტებზე სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიაელისაშვილის რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს