გარდა იმისა, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომას არ ვესწრებოდი, ყრილობის ჩატარებამდე მე ვასრულებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოვალეობას,- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თინა ბოკუჩავამ ტვ პირველის ეთერში.
,,საბჭოს სხდომაზე არ იმყოფებოდა თავმჯდომარის არც ერთი მოადგილე. არ იმყოფებოდნენ ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური ლიდერები. მეტიც, რაც კიდევ უფრო საგანგაშოა, ჩემი ინფორმაციით და ეს ცნობები ბუნებრივია მე მომივიდა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ესწრებოდნენ პოლიტიკურ საბჭოს, გუშინდელ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სხდომა არ იყო უფლებამოსილი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭო 130 ადამიანისგან შედგება. რაოდენ ტექნიკურს არ უნდა არქმევდეს ესა თუ ის პირი ყრილობას, ამ ყრილობის შედეგი შემდგომ სამართლებრივად უნდა გაფორმდეს და ის, რომ სამართლებრივად უნდა გაფორმდეს, ის უნდა იყოს ლეგიტიმური. თუ არალეგიტიმური პოლიტსაბჭოს სხდომის საფუძველზე ხდება ყრილობის მოწვევა, ეს ძალიან დიდი გამოწვევების საფრთხეების წინაშე აყენებს პარტიას.
პეტრე ცისკარიშვილმა [პარტიის გენერალური მდივანი] პრეზიდენტ სააკაშვილისგან მიიღო დავალება, რაც შეიძლება სწარაფად ჩატარებულიყო ყრილობა, იმისთვის, რომ ის ცვლილებები, განხორციელდეს, რაც მას დასახული აქვს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს სხდომა 30 ივლისს გაიმართა. მას ბოკუჩავა არ ესწრებოდა, რადგან თბილისში არ იმყოფება.
სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ენმ-ს ყრილობა 5 აგვისტოს ჩატარდება.















