თინა ბოკუჩავა – ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლილია

როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს მაშველ რგოლად იყენებ, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლილია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ღარიბაშვილი რეპრესიების და ძალადობის სიმბოლოა, რის გამოც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში პრობლემები გაუჩნდა.

„როდესაც ღარიბაშვილს მაშველ რგოლად იყენებ, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ნდობა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლილია, მას აღარ გააჩნია ამ ქვეყნის მართვის არანაირი რესურსი. ეს მეტყველებს იმას, რომ ივანიშვილი ერთადერთ მოკავშირედ იტოვებს სერგეი გავრილოვს და პუტინის რუსეთს. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, რომლის შედეგადაც, მოხდება ნორმალური პარლამენტის ფორმირება და ნორმალური მთავრობის დაკომპლექტება. ღარიბაშვილი ერთ-ერთი სიმბოლოა რეპრესიების, ის ძალადობას, რეპრესიებს ასხივებდა. სწორედ ამიტომ გაუჩნდა მას პრობლემები დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს არის ივანიშვილის განაცხადი, რომ მას სურს მორიგი მარიონეტით ამ ქვეყანაში პუტინისტური დიქტატურა დაამკვიდროს. ეს არ გაუვა და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესები სულ სხვაგვარად წავა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშინატო ჩხეიძე – გემი ისევ ჩაძირვისკენ მიდის
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – ივანიშვილის პასუხი ღარიბაშვილის დანიშვნით არის გამწვავება, რადიკალიზაცია და დაპირისპირება