თინა ბოკუჩავა: ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ ჯერზე ავრცელებს დეზინფორმაციას

„ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ ჯერზე ავრცელებს დეზინფორმაციას მაშინ, როდესაც ევროკავშირის ათჯერ უფრო მეტი დახმარება ხმარდება სწორედ სახელმწიფო უწყებებს, ხოლო არასამთავრობო სექტორს მხოლოდ მცირე ნაწილი იმისთვის, რომ ემსახურონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლებას ყოველთვის ავიწყდება.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

„ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ ჯერზე ავრცელებს დეზინფორმაციას და ტყუილს მაშინ, როდესაც ევროკავშირის, ისე აშშ-ის დახმარების დიდი ნაწილი, ათჯერ უფრო მეტი ხმარდება სწორედ სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის სამინისტროებს და სხვა უწყებებს, ხოლო არასამთავრობო სექტორს მხოლოდ მცირე ნაწილი იმისთვის ისევ, რომ ემსახურონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს, დაიცვან შშმ პირების, ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესების და ემსახურონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლებას ყოველთვის ავიწყდება.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა „ჯორჯიანუოთერ ენდ ფაუერის“ ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაბოკუჩავა:დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის და მინდა ქუთაისიდან გამარჯვება ვუსურვო საქართველოს ნაკრებს