თინა ბოკუჩავა: ივანიშვილის ცელი თქვენც მოგადგებათ

საპარლამენტო ფრაქციის ’’ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განცხადებით ივანიშვილის შიშით თიბისი-ზე, სარალიძეზე, მაჩალიკაშვილზე და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე ხმას ვერ იღებთ, თუმცა ივანიშვილის ცელი თქვენც მოგადგებათ.

‘’იმის გამო, რომ გუშინ თიბისი-ს მოსმენა მიმდინარეობდა საგარეო კომიტეტს ვერ დავეწარი, თუმცა სიახლე არაფერი ითქვა და სწორედ ამიტომ ითხოვდა ოპოზიცია გუშინდელი სხდომა ღია ფორმატში ჩატარებულიყო, და თქვენი მოწოდებები ქალბატონო სოფო ოპოზიციის მიმართ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ არ შეესამაბმება დემოკრატიული პარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს და ძალიან ემსგავსებით ბატონ გიორგი გახარიას, როდესაც საუბვრობთ პოლიტიკურ სპექტაკლებზე და ცეკვებზე, მე არ გირჩევდით ასეთ ოდიოზურ ფიგურას დამსგავსებოდით.
რაც შეეხება თავად გახარიას არა მხოლოდ ოდიოზურ ფიგურად იქცა მისი ბოლო განცახადებებით და გუშინდელი სკანდალური განცხადების შემდეგ, არამედ ეს ადამიანი ამხილეს სერიოზულ დანაშაულში, არ შეიძლბა ჩვენ ქვეყანას მართავდეს და მთავარი სამართალდამცავი იყოს კრიმინალი.

ვისი ზურგით დაწერა ეს მუქარის წერილი? საკუთარი ზურგით და იმედით დაწერა? როდესაც მან დააშანტაჟა რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი ფიგურა, ეს დაწერა ივანიშვილის ზურგით, ის იყო უბრალოდ შიკრიკი.

ივანიშვილის შიშით თიბისი-ზე, სარალიძეზე, მაჩალიკაშვილზე და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანზე ხმას ვერ იღებთ, თუმცა ივანიშვილის ცელი თქვენც მოგადგებათ.

მინიმალური ფუნქცია შეასრულოთ და მხარი დაუჭიროთ საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩვენ მიერ მოთხოვნილ მაჩალიკაშვილის საქმეზე და ოპოზიციის მოთხოვნილ თიბისი-ს საქმეზე.

გადადეთ თქვენი შიშები და მორჩილება ივანიშვილისადმი‘’ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილის განცხადებით საქართველო ჩიხშია შესული
შემდეგი სტატია„ქართულ ოცნებას” ვუსამძიმრებ, ვანო ზარდიაშვილი რომ მათი სახელით ლაპარაკობს