თინა ბოკუჩავა: გაიგონეთ თქვენი ხალხის ხმა, გაქვთ დრო რვა საათამდე

region
ავტ.: region ნოემბერი 8, 2020 17:34

თინა ბოკუჩავა: გაიგონეთ თქვენი ხალხის ხმა, გაქვთ დრო რვა საათამდე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის მოთხოვნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მისი თქმით, პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები ითხოვენ ხელახალ, სამართლიან არჩევნებს, თამარ ჟვანიას გადადგომასა და დაკავებული პირების გათავისუფლებას.

„აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ამის მისაღწევად გადავდგამთ ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაბიჯს. ჩვენ ვითხოვთ ნანა დევდარიანად ქცეულ თამარ ჟვანიას გადაყენებას. თამარ ჟვანია გახდა გაყალბებული არჩევნების სიმბოლო და მისი ყოფნის პირობებში ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ იქნება, თამარ ჟვანია უნდა წავიდეს.

ჩვენ ვითხოვთ ცესკო-ს და ყველა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ნორმალური პროფესიონალებით და არა არჩევნების გამყალბებლებით, რომლებმაც ელემენტარული არითმეტიკაც არ იციან და 4, 5, 6-ჯერ და 7-ჯერ შესწორებულ ოქმებსაც მაინც ბოლოს ვერ სვამენ. და ბოლოს, ჩვენ ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ვითხოვთ იმ ბიჭების გათავისუფლებას, რომლებიც დაიჭირეს ნიკა მელიას შტაბიდან. ჩვენ ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომლის ძმა, ნიკა რურუა ერთი წლის წინ ჩვენთან ერთად იდგა რუსთაველზე, ჩვენთან ერთად იცავდა თავისუფლებას, ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ ვითხოვთ აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის გათავისუფლებას, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა გუშინ დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ახსნეს გაყალბებული არჩევნების ანატომია, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. გიმეორებთ, ბიძინა ივანიშვილო, გაიგე შენი ხალხის ხმა, შენ გაქვს დრო დღეს რვა საათამდე, დიდება თავისუფლებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

region
ავტ.: region ნოემბერი 8, 2020 17:34