თინა ბოკუჩავა: ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც მყისიერად შეიცვლება რეჟიმი

თინა ბოკუჩავას განცხადებით – “ივანიშვილის რეპრესიები წინსწრებად იყო დაანონსებული და ამიტომ ეს გასაკვირი არავისთვის არ არის, მაგრამ უნდა იყოს მაინც დიდი გამოფხიზლების მომენტი სრულიად დემოკრატიული სპექტრისთვის იმისთვის
, რომ ჩვენ ვკონსოლიდირდეთ და შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი.

ეს არის ის გამოსავალი, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ხანია საუბრობს და ეს არის ის გამოსავალი, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული ძალები ძალიან მალე შევთანხმდებით, ასე რომ ვერცერთი დაჭერით, ვერცერთი დაკავებით, ამგვარი უსამართლობით ივანიშვილი ვერცერთ ლიდერს, კოალიციას თუ პარტიას, საზოგადოებას ვეღარ შეაშინებს, ეს მისთვის არის პირიქით კონტრპროდუქტიული და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ბიძგი იმ დიდი კონსოლიდაციისთვის, რომელიც გამარჯვებისთვის გვჭირდება.” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშითამარ ბელქანია: “ტოტალიტარული რეჟიმის გაფორმებისთვის, კრემლის კოპირებისთვის, აუცილებელია, ყველა ოპოზიციონერი ლიდერი იყოს ციხეში”
შემდეგი სტატიაოცნება გამოხატვის თავისუფლების მასშტაბურ შეზღუდვას აპირებს – კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ