დღეს რუსთაველის გამზირზე სახალხო ზეიმია, თუმცა ამ სახალხო ზეიმში არ არის რუსული ოცნების რეჟიმის ადგილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ინტერპრესნიუსთან“ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკუთარი მოქმედებებით ყოველდღიურად ხელყოფს მრავალი თაობის მიერ მოპოვებულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას.
„დღეს რუსთაველის გამზირზე, სადაც მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები დგანან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის, ნამდვილი ეროვნული, სახალხო ზეიმია, თუმცა ამ სახალხო ზეიმში არ არის რუსული ოცნების რეჟიმის ადგილი. ეს არის რეჟიმი, რომელიც საკუთარი მოქმედებებით ყოველდღიურად ხელყოფს მრავალი თაობის მიერ მოპოვებულ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სახელმწიფოებრიობას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ასეთივე ერთობით, როგორსაც ვხედავთ აქ, ქართველი ხალხი დაიბრუნებს კვლავ ძალაუფლებას და ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.